უმკურნალეთ კონიუნქტივიტს სახლში, ბუნებრივი ინგრედიენტებით.

უმკურნალეთ კონიუნქტივიტს სახლში, ბუნებრივი ინგრედიენტებით.
ლორწოვანის ანთება ცნობილია კონიუნქტივიტის სახელწოდებით. ლორწოვანი გარსი ფარავს ქუთუთოების შიგნითა და თვალის კაკლის წინა ზედაპირს, გამჭვირვალეა, ანთებისას კი წითლდება. მისი გამომწვევია მიკრობები, ვირუსები. ახასიათებს მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა. კონიუნქტივიტი გადამდები დაავადებაა. ავადმყოფს აწუხებს თვალების წვა, უცხო სხეულის შეგრძნება, ზოგჯერ ტკივილი, დამახასიათებელია თვალის კაკლის, ქუთუთოების სიწითლე, შეშუპება, ჩირქოვანი გამონადენი, რის გამოც დილით წამწამები შეწებებულია.

კონიუნქტივიტის სამკურნალოდ ეფექტიანია შემდეგი საშუალებები:
  • ჩაიწვეთეთ სამ - სამი წვეთი თაფლის 29 - 30 % - იანი ხსნარი დისტილირებულ, ან ანადუღარ, წყალში ორივე თვალში, 2- ჯერ დღეში.

  • თაფლის თბილ (450) წყალში ხსნარს ( თანაფარდობით 1:2 ) იყენებენ თვალში ჩასაწვეთებლად და საფენების სახით. ამავდროულად, მიიღეთ თაფლი.

  • ხახვის ცხელ ნახარშს დაუმატეთ თაფლი თანაფარდობით 1:1, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 - 15 წთ, გამოიყენეთ საფენების სახით.

  • თვალები გამოიბანეთ და საფენების სახით დაიდეთ თაფლის წყალხსნარი ( 1 ს/კ თაფლი 200 მლ თბილ წყალზე ). შეგიძლიათ ჩაიწვეთოთ 3 წვეთი ხსნარი 2 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 20 დღე.

  • ქრონიკული კონიუნქტივიტის დროს ყოველდღე მიიღეთ 1 ს/კ მოცვის ნედლი ფოთოლი, ან ხმელი კენკრა.

  • 2 ცალი უმი კვერცხის ცილას დაასხით 0,5 ჩ/ჭ ანადუღარი, ცივი, წყალი. აურიეთ, გააჩერეთ 30 - 40 წთ. თბილ ადგილას. ეს მალამო წაისვით თვალებზე კონიუნქტივიტის დროს.

  • თვალები გამოიბანეთ მადეზინფიცირებელი ხსნარით: ბორის მჟავა, კალიუმპერმანგანატის სუსტი ხსნარი და ა.შ.

სტატიის ავტორი: თ. არევაძე
სტატიის წყარო:ხალხური და საოჯახო მედიცინა