როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან თირკმლისმიერი და გულისმიერი შეშუპებები + მკურნალობის ხალხური მეთოდი. .
შეშუპებები თირკმლის დაავადების დროს წარმოადგენს ერთ - ერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომს. გამოხატული თირკმლისმიერი შეშუპებები უფრო ხშირად აღინიშნება ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა მწვავე და ქრონიკული ნეფრიტი. ვასკულიტები, ნეფროზი, ამილიოდოზი. ორგანიზმში დიდი რაოდენობით წყლისა და სუფრის მარილის მოხვედრას , თირკმლის მწვავე მოწამვლას ასევე შეიძლება თან ახლდეს შეშუპებები.
აუცილებელია ვიცოდეთ თირკმლისა და გულის დაავადების დროს წარმოქმნილ შეშუპებებს შორის განსხვავება.
ძირითადი განსხვავებები შემდეგია:
რეცეპტები:
აუცილებელია ვიცოდეთ თირკმლისა და გულის დაავადების დროს წარმოქმნილ შეშუპებებს შორის განსხვავება.
ძირითადი განსხვავებები შემდეგია:
- თირკმლისმიერი შეშუპებები ვითარდება ძალიან ჩქარა, გულისმიერი - თანდათანობით, რამოდენიმე თვის განმავლობაში.
- თირკმლისმიერი შეშუპებები ჩნდება სახეზე ( ქუთუთოების შეშუპება, "ტოპრაკები თვალების ქვემოთ", სახის შეშუპება და სხვა ). გულისმიერი შეშუპებები უფრო ხშირად იწყება ქვემო კიდურებიდან და მუცლიდან.
- თირკმლისმიერი შეშუპებები რბილი და მოძრავია და ადვილად შეიძლება გადაადგილდეს ერთი ადგილიდან მეორეზე. გულის შეშუპება ნაკლებად გადაადგილებადია და შეხებით უფრო მკვრივია.
- გულისმიერი შეშუპების დროს თითქმის ყოველთვის გადიდებულია ღვიძლი, თირკმლისმიერი შეშუპების დროს კი ეს მოვლენა არ აღინიშნება.
- გულისმიერი წარმოშობის შეშუპების დროს ავადმყოფს არ შეუძლია დაბალზე იწვეს ქოშინის გამო, თირკმლის დროს კი არ აღინიშნება ეს მოვლენა.
- გულისმიერ შეშუპებებს თან ახლავს რიგი "გულისმიერი" სიმპტომებისა, თირკმლისმიერს კი - "თირკმლისმიერი" სიმპტომებისა.
- თირკმლის ქრონიკული ავადმყოფები, შეშუპებების გაჩენის წინ, ხშირად იწყებენ წონაში სწრაფად მატებას ( ფარული შეშუპების ხარჯზე ). რაც არ აღინიშნება გულით დაავადებულებში.
რეცეპტები:
- შევურიოთ თითი ჭიქა არყის ხის კვირტები და შვიტას ბალახი. ამ ნაკრების 1 ს/კ დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, გავაჩეროთ წყლის აბაზანაზე 15 წთ, გავაციოთ, გავწუროთ და ნარჩენი გამოვწუროთ, შევავსოთ 1 ჭიქამდე ადუღებული წყლით და მივიღოთ ნახარში 1/2 ჭიქა 3 - 4 - ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 7 - 10 დღეა.
ყურადღება! ნეფრიტებითა და ნეფრიზებით დაავადებულმა ავადმყოფებმა ( განსაკუთრებით მწვავე ფორმის დროს ), არყის ხის ფოთლების ნაყენი და ნახარში უნდა მიიღონ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. - თირკმლის უკმარისობასა და სისხლისმიმოქცევის დარღვევასთან დაკავშირებული შეშუპებების, ცისტიტიებისა და ქრონიკული პიელიტების დროს ავიღოთ თითო ს/კ ღვიის ნაყოფი და არყის ხის კვირტები. ამ ნაკრებს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე ( წინასწარ დავფხვნათ შემადგენელი ნაწილები ), დავაყენოთ ღამით და ვსვათ თითო ჩ/კ ყოველ საათში, ჭამასთან დამოუკიდებლად, დილის 8 საათიდან საღამოს 20 საათამდე. შარდკენჭოვანი დაავადების, ან შარდმჟავა დიათეზის დროს, თირკმელებიდან კენჭების, ან სილის დაძვრის შემთხვევაში, ვსვათ სელის თესლის კისელი - თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში და თითო ყავის კოვზი ზეითუნის ზეთი 5 - 6 - ჯერ დღეში. თირკმელების მიდამო უნდა გვქონდეს თბილად. ვმკურნალობთ 3 კვირა. 10 დღე შესვენება. მკურნალობის კურსი გავიმეოროთ.
- ნეფრიტის შემთხვევაში, შეშუპებებისა და შარდის გაძნელებული გამოყოფის დროს მივიღოთ თითო ს/კ ხვართქალას თესლის ფხვნილი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე. შარდის გამოყოფის ნორმალიზებამდე.
- წყალმანკის საწინააღმდეგოდ სასრგებლოა ახალხახვდაჭრილი სამი რძის სუპი დღეში. გაუმჯობესება აღინიშნება ერთი კვირის შემდეგ, შარდის გაძლიერებული გამოყოფა გრძელდება 2 კვირა.