3 უებარი რეცეპტი თირკმლის მწვავე ანთების სამკურნალოდ.

3 უებარი  რეცეპტი თირკმლის მწვავე ანთების სამკურნალოდ.
თირკმლის მწვავე ანთება ( ნეფრიტი ) ინფექციური დაავადებაა. მისი მიზეზებია: გადატანილი მწვავე დაავადებები ( გრიპი, მწვავე რესპირატორული დაავადებები, ანგინა და ა.შ ), ინფექციიის ქრონიკული კერები ( დაავადებული კბილები, ქრონიკული ტონზილიტი ).
თირკმლის ანთება ვითარდება ჩვეულებრივ დაავადების გადატანიდან 10 - 20 დღის შემდეგ. ყოველთვის ზიანდება ორივე თირკმელი. თუ ბავშვს დაუსვეს ნეფრიტის დიაგნოზი, საჭიროა მისი ჰოსპიტალიზაცია. დიდი მნიშნველობა ენიჭება ექიმის მიერ დანიშნული დიეტის დაცვას.

თირკმლისა და თირკმლის ფიალების ანთების ( პიელონეფრიტის ) დროს დაიცავით იგივე რეკომენდაციები, როგორც ნეფრიტის დროს. დიეტაში მცირე განსხვავებით: საჭიროა კომბოსტოს, ბოლოკის, კიტრის, სალათის, ფქვილისა და ბურღულის ნაწარმის უფრო იშვიათი გამოყენება.

რეცეპტები თირკმლის მწვავე ანთების სამკურნალოდ:
  1. დაავადებული თირკმლების დროს სამეთუნიო თიხას დაასხით ვაშლის ძმარი და გულმოდგინეთ აურიეთ. ნარევი წაუსვით ტილოს ნაჭერს და გაუკეთეთ კომპრესი თირკმლების მიდამოზე საღამოობით.

  2. თირკმლების ანთების დროს ასვით ერთი კვირის განმავლობაში გოგრის მოხარშული თესლის ჩაი.

  3. აიღეთ მაყვლის მსხვილი ძირი, დაასხით 5 ლ წყალი და ხარშეთ მანამ, სანამ წყალი სანახევროდ არ აორთქლდება. მიეცით დასალევად 100 - 100 მლ 3 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი ( გოცირიძე )
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი