ხალხური რეცეპტები, რომლებიც გაგანთავისუფლებთ შარდის შეკავებისგან
შარდის შეკავების დროს აღინიშნება ზოგადი მძიმე მდგომარეობა: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, კრუნჩხვები, ფაღარათი, კანის გაღიზიანება. შეიძლება გაჩნდეს შეშუპებები, გონების დაბინდვა და შარდმჟავით მოწამვლის სხვა სიმპტომები. ხშირად, შარდის შეკავება გვხვდება ხანდაზმული ასაკის მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს. თუ შარდის შეკავება წარმოიშვა შარდსადენის სპაზმის გამო, მაშინ რამოდენიმე ხერხით შეიძლება მისი მოხსნა: ავადმყოფს ადებენ თბილ სათბურას მუცელზე და შორისის მიდამოში, ქმნიან წყლის წვეთების დაცემის ხმას ( რეფლექტორული ზემოქმედების გასაძლიერებლად ), უკეთებენ ბელადონას სანთლებს და გამწმენდ ოყნას. ყველა ეს ღონისძიება დროებითია და საჭიროა იმისათვის, რომ მოვიგოთ დრო მოვათავსოთ ავადმყოფი საავადმყოფოში.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- ძლიერი შარდმდენი თვისება ახასიათებს ბალახოვანი დიდგულას ძირების ნახარშს: დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 2 ჩ/კ წვრილად დაჭრილ ძირებს, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 20 წთ, გავაცივოთ და გავწუროთ. მივიღოთ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში, შეიძლება მოვამზადოთ დიდგულას კანის ნახარში: დავასხათ 2,5 ჭიქა მდუღარე 10 დიდგულას დაქუცმაცებულ კანს, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ, შევფუთოთ და დავაყენოთ 3 სთ, გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭიქა 5- ჯერ დღეში.
- კარგ შარდმდენ საშუალებას წარმოადგენს ოროვანდის ძირების ნახარში. დავასხათ 800 მლ მდუღარე 3 ს/კ გამხმარ, დაქუცმაცებულ ძირებს, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე მანამ, სანამ ჭურჭლიდან არ აორთქლდება ნახარშის ნახევარი. მიღებულ ნახარშს დავუმატოთ 2 - 3 ს/კ თაფლი ან შაქარი. ვსვათ 1/2 ჭიქა 3 - ჯერ დღეში და 1 ჭიქა ძილის წინ.
- მინდვრის შვიტას წვენს იღებენ, როგორც შარდმდენი საშუალება, თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში.
- თუ ავადმყოფს აქვს შარდის ბუშტის გაღიზიანება, უნდა სვას სიმინდის ულვაშის, ბლის, ან ალუბლის ყლორტების ნახარში: 1 ს/კ 300 მლ წყალზე. ვადუღოთ 5 წთ. დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. ვსვათ თითო ჭიქა 3 - ჯერ დღეში. შეიძლება გემოვნებით დავამატოთ თაფლი.
- ძლიერი შარდმდენი და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება ახასიათებს შემდეგ ნაყენს: შევურიოთ თანაბარი რაოდენობით ლაშქარას ძირები, დიდგულას ყვავილები, მინდვრის შვიტას ბალახი. ნაკრების 2 ს/კ დავასხათ 0,5 ლ მდუღარე, დავაყენოთ თერმოსში ღამით, გავწუროთ. მივიღოთ 2 - 3-ჯერ დღეში. თითო მიღებაზე 1/2 ჭიქა.