ქალბატონებო, არასდროს დააიგნოროთ ჰორმონალური დისბალანსის ეს 6 სიმპტომი.
ქალბატონებო, ოდესმე ყოველგავრი მიზეზის გარეშე გაბრაზებულხართ და ცუდ განწყობაზე დამდგარხართ? ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი. ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქალთა ჯანმრთელობისთვის, რადგან მათ გავლენა აქვთ ადამიანის განწყობაზე, ოვულაციაზე და ნაყოფიერებაზე.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დარღვევა?
ჰორმონალური ცვლილებები შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურ პროცესად, რომელიც ბუნებრივად ხდება სქესობრივი მომწიფების დროს, პრემენოპაუზის და მენოპაუზის პერიოდში. თუმცა, ამ ცვლილებებს შეუძლია ორგანიზმში ქიმიური პროცესების დარღვევაც.
აგრეთვე სხვა ფაქტორებმაც, როგორიცაა: მენსტრუალური ციკლი, ორსულობა, კონტრაცეპტული აბები, არასწორი ცხოვრების წესი და სტრესი შეიძლება გამოიწვიოს ჰორმონალური დისბალანსი.
აქედან გამომდინარე, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ მდგომარეობის დროულ დიაგნოსტიკას, რადგან მას შეუძლია სერიოზული ზეგავლენა იქონიოს თქვენს ცხოვრების ხარისხზე.
ჰორმონალური დისბალანსის 6 ნიშანი

- წონაში მუდმივი მატება
მიუხედავად იმისა, რომ რეგულარულად ვარჯიშობთ, თქვენ ვერ ხედავთ დამაკმაყოფილებელ შედეგს. თუ თქვენ ძალისხმევის მიუხედავად წონაში მაინც იმატებთ, ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დისბალანსის მიზეზი.
ჰორმონალური დისბალანსის შემთხვევაში, სხეული კარგავს კალორიის დაწვის უნარს და რეზისტენტულია წონაში დაკლების მიმართ. - მუდმივი შიმშილი
როდესაც ჰორმონალური დისბალანსი გაწუხებთ არა მხოლოდ იმატებთ წონაში, არამედ მუდმივად გრძნობთ შიმშილს, განსაკუთრებით შაქრის მიღების სურვილს.
ეს არის „შიმშილის ჰორმონის“, გრელინის მომატებული დონის მიზეზი. - ლიბიდოს დაკარგვა
ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს სექსუალური მოთხოვნილების დაქვეითება და მიუხედავად თქვენი პარტნიორის სურვილისა, თქვენი სექსუალური აქტივობა იქნება დაბალი. ეს კორტიზოლის, ესტროგენის და ტესტოსტერონის ვარდნის ბრალი შეიძლება იყოს. ეს ჰორმონები არა მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილების სურვილზე მოქმედებენ, არამედ იწვევენ ვაგინალურ სიმშრალეს, რომელიც იწვევს მტკივნეულ სექსუალურ კავშირს. - ხასიათის ცვლილება
რეგულარული ხაშიათის ცვლილებები არის მნიშვნელოვანი მაჩვენებელი ჰორმონალური დისბალანსისა. სამწუხაროდ,თქვენი განწყობის ხშირმა ცვალებადობამ შეიძლება მეგობრები და ახლობლები დაგაკარგინოთ და ჩავარდეთ დეპრესიაში.
პროგესტერონის არის ე.წ. ბედნიერების ჰორმონი, რომელიც სწრაფად ვარდება და ესტროგენს მივყავართ მენოპაუზისკენ.. - უძილობა
თუ თქვენ უძილობა გაწუხებთ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ჰომონალური დისბალანსით. ეს განსაკუთრებით ხდება მენოპაუზის დროს და შემდეგ. განსაკუთრებით ღამის 2 საათიდან 4 საათამდე.
ესტროგენებისა და პროგესტერონის დაბალი დონე და კორტიზოლის მაღალი დონე პირდაპირ მოქმედებს თქვენი ძილის ხარისხზე. - დაღლილობა
ყველა ვგრძნობთ დაღლას, მაგრამ თუ ეს ხშირად გაწუხებთ ეს შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევის ნიშანი. დაღლილობის შეგრძნება შეიძლება იყოს „სტრესის ჰორმონის“ კორტიზოლის მაღალი დონის ბრალი. მუდმივი სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს.
თუ გაწუხებთ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები მიაკითხეთ ექიმს მკურნალობისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას!