ჰორმონალური დისბალანსი: 10 სიმპტომი, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვება არაფრით შეიძლება

ჰორმონალური დისბალანსი: 10 სიმპტომი, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვება არაფრით შეიძლება
ჰორმონები ყველაზე დიდ როლს ასრულებენ ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციონირებაში. ისინი ადამიანის ფიზიოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობას არეგულირებენ. მათ დიდი ძალა აქვთ. ისინი ზრუნავენ ჩვენს წონაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სექსუალურ მოთხოვნილებებზე და ა.შ. მათ გარეშე ადამიანსა და სამყაროს შორის არსებული ბალანსი უპირობოდ დაირღვევა. ზრდასრულ ინდივიდებს ჰორმონალური დარღვევები ხშირად სხვადასხვა დაავადებე ერევათ, რამაც შესაძლოა ჯანმრთელობა სამუდამოდ შეარყიოს. FPARARAZZI ზრუნავს საკუთარ მკითხველზე, ამიტომ ამ სტატიაში გაგაცნობთ იმ 10 სიმპტომს, რომელიც რეალურად გეტყვით რა პრობლემების წინაშე დგახართ.
  1. აკნე

    ჰორმონალური დისბალანსი: 10 სიმპტომი, რომელთა ყურადღების მიღმა დატოვება არაფრით შეიძლება

    მოგეხსენებათ მენსტრუალური ციკლი ჰორმონალური ცვლილებების პერიოდია, ამიტომ ქალბატონებს ამ პროცესის დროს ხშირად უჩნდებათ სახეზე აკნე. თუკი მენსტრუალური პერიოდი უკვე გავლილია, ხოლო სახე აკნესგან არ გაგწმენდიათ, საქმე ჰორმონალურ დარღვევებთან გაქვთ. მამაკაცური ჰორმონი ანდროგენი ცხიმების ჭარბ გამომუშავებას უწყობს ხელს. დისბალანსის შემთხვევაში დაგროვილი ცხიმები კანის ფორებში იკეტებიან, რის შედეგადაც აკნე ვითარდება.

  2. ძილის პროცესის რღვევა

    ციკლის პერიოდში მდრედრობითი სქესი ემოციურად აღგზნებულია. ქალები ხშირად ვერ იძინებენ და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, რაც პროგესტერონის ვარდსნისგანაა გამოწვეული. მსგავსი რამ ხდება მშობიარობის შემდეგაც, თუმცა, თუკი ახალი ნამშობიარევი არ ბრძანდებით და ციკლიც არ გაქვთ, დიდი შანსია თქვენი უძილობის მიზეზი სწორედ ჰორმონალური დისბალანსი იყოს.

  3. გამუდმებული შიმშილის გრძნობა


    დამტკიცებულია, რომ უძილობის რღვევას თან სდევს ჩვენს ორგანიზმში ჰორმონ გრელინის დონის აწევა. ეს ჰორმონი ადამიანებში შიმშილის გრძნობას აღვიძებს. ამ პროცესისას იკლებს ჰორმონ ლეპტინის დონე, რომელიც ჩვენი მადის კონტროლზეა ორიენტირებული.

  4. დეპრესია და ხასიათის ცვალებადობა

    ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა ჯანმრთელ ქალბატონებს მხოლოდ მენოპაუზის, მენსტრუაციისა და ფეხმძიმობისას ახასიათებთ. ამ პერიოდებში ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს, რომელთა გამოც ქალბატონები ემოციურად იფიტებიან ხოლმე.

  5. თავის ტკივილები და შაკიკი


    მენსტრუაციის პერიოდის მოახლოებასთან ერთად მდედრობით სქესს სისტემატური თავის ტკივილები ეწყება. თუკი შაკიკი ციკლის დასრულებასთან ერთად არ შეწყდა, გირჩევთ ექიმს მიაკითხოთ.

  6. ვაგინალური სიმშრალე

    ვაგინალური სიმშრალე ჰორმონალური დისბალანსის ერთ-ერთი სიმპტომია, რომელიც ძირითადად მენოპაუზის პერიოდში ვლინდება. ეს სიმშრალე ჰორმონ ესტროგენის კლებას ახლავს თან.იგი ვაგინალური ინფექციების რისკს უფრო ზრდის და ნეგატიურად მოქმედებს პიროვნების სექსუალურ ცხოვრებაზე.

  7. საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები


    ჰორმონალური ცვლილებები ყველა ქალბატონში განსხვავებულად იჩენს თავს. ხშირია საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები, კუჭ-ნაწლავში მწვავე ტკივილები,გასტრიტი და შეკრულობა, გაღიზიანებული კუჭის სინდრომის მქონე პაციენტებში კი გავრცელებულია ჰორმონ სეროტონინის ანომალიური დონე.

  8. მუდმივად დაღლილობის შეგრძნება

    დაღლილობა ორგანიზმის ჩვეული მოვლენაა. ადამიანები ხშირად ფიზიოლოგიურსა და ქრონიკულ დაღლას ერთმანეთში ურევენ. ქრონიკული დაღლა ჰორმონ ჰიპოტირეოზთანაა კავშირში. ამ ჰორმონის უკმარისობა ცოცხალ არსებას თენთავს და სიცოცხლისუნარიანობას აკარგვინებს.

  9. სარძევე ჯირკვლების ცვლილება


    ესტროგენების დონის მკვეთრი აწევა სარძევე ჯირკვლებს უფრო მგრძნობიარეს ხდის. ასეთ დროს ქალბატონებში ნებისმიერი შეხება უსიამოვნო განცდებს აღძრავს. ხშირად სარძევე ჯირკვლებში სხვადასხვა წანაზარდები წარმოიქმნება, როგორებიცაა: მიომა, კისტა და სხვა. მსგავსი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გირჩევთ რეგულარულად იტაროთ გამოკვლევები და უკეთ მიხედოთ თქვენს ჯანმრთელობას.

  10. სექსუალური მოთხოვნილებების დაკარგვა

    სექსუალური მადის არ ქონდა ქალბატონებში ნორმა მხოლოდ კლიმაქსურ პერიოდშია. თუკი ცხოვრების ეს ეტაპი ჯერ კიდევ შორსაა და სექსუალური მოთხოვნილებები გაგიქრათ, თქვენს ორგანიზმში ესტროგენის დონეა დაწეული და მკურნალობას საჭიროებთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!