აუცილებელია იცოდეთ ჰორმონალური დისბალანსის ნიშნებზე!

აუცილებელია იცოდეთ ჰორმონალური დისბალანსის ნიშნებზე!
ადამიანის ორგანიზმი შეიცავს ბუნებრივ ჰორმონებს, რომელთა დისბალანსის შემთხვევაშიც, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები წარმოიქმნება. ჰორმონები გავლენას ახდენს ტვინზე, გულზე, ძვლებზე, კუნთებზე, სასქესო ორგანოებზე და საერთოდ ადამიანის ორგანიზმის ნორმალურად ფუნქციაზე!

ხშირადაა, როდესაც ადამიანს ჰორმონალური დისბალანსის პრობლემები ექმნება.

რა ფაქტორები განაპირობებს ჰორმონალურ დისბალანსს?

  • გადამეტებული სტრესი;
  • არასწორი კვება;
  • უძილობა;
  • სინთეტიური ჰორონების მიღება;
  • უზრავი ცხოვრების წესი;


ჰორმონალური დისბალანსს სერიოზული დაავადებების გამოწევა შეუძლია!

მისგან გამოწვეული გავრცელებული დაავადებებია:

  1. უნაყოფობა;
  2. ჭარბი წონა;
  3. აკნე;
  4. თმის ცვენა;
  5. დეპრესია;
  6. გადაღლილობა;
  7. "პი-ემ-ეს" (შემაწუხებელი პოსტ მენსტრუალური პერიოდი)
  8. მაღალი არტერიული წნევა;
  9. თავბრუსხვევა;
  10. ჭარბთმიანობა;
  11. უძილობა;


ქრონიკული უძილობა ყველა სიმპტომზე მეტად მეტყველებს ჰორმონალურ დისბალანსზე. არადა, უძილობას რატომღაც ყურადღებასაც არ აქცევენ.

აუცილებელია იცოდეთ ჰორმონალური დისბალანსის ნიშნებზე!

ჰორმონალური დისბალანსი მამაკაცებში კი ამგვარი სახით ვლინდება:

ანდროპაუზა, ანუ მამაკაცების კლიმაქსი. ასაკის მატებასთან ერთად, ტესტოსტერონის დონე მცირდება.
უჩნდებათ თირკმლის ზედა ჯირკვლებთან პრობლემები. ხანგრძლივი სტრესის ფონზე, საკმარისი რაოდენობით ვეღარ გამოიყოფა კორტიზოლის ჰორმონი.

ჰიპოთირეოზი: როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვეღარ გამოიმუშავებს სათანადო რაოდენობის ჰორმონს.

ჰიპერთირეოზი: ფარისებრი ჯირკვალი, ამ შემთხვევაში ზომაზე მეტი აქტიურობით გამოირჩევა. იქმნება მეტაბოლიზმის პორბლემაც.

მამაკცებში ჰორმონების დისბალანსი ეტაპობრივად იწყებს ასახვას. ეს პროცესი შეუმჩნევლადაც კი მიმდინარეობს, საბოლოოდ მდგომარეობა უარესდება.

რა შედეგამდე მიჰყავს მამაკაცი ჰორმონალურ დისბალანსს:

  1. ერექციული დისფუნქცია;
  2. წონაში კლება, სისუსტე;
  3. დეპრესია ან შფოთვა;
  4. გინეკომასტია (მკერდის ზრდა);
  5. ხასიათის ცვალებადობა ან გაღიზიანება;
  6. თმის ცვენა;
  7. მეხსიერების გაუარესება;
  8. დაღლილობა;
  9. უძილობა;
  10. ჭარბ-ოფლიანობა ღამის პერიოდში;
  11. გაცხიმოვნება მუცლის არეში;
  12. გახშირებული გულისცემა;
  13. გახშირებული კუჭისმოქმედება ან პირიქით;




თუ დროულად მიხედავთ პრობლემას, ადვილად აირიდებთ თავიდან სავალალო შედეგებს.

სწორი მკურნალობით ყველა სიმპტომის მოგვარება შეიძლება, მაგრამ პრობლემაა ხელოვნური ჰორმონებით მკუნალობა. ისინი ხომ მიჩვევას იწვევს.

ამ პროცედურებს, სერიოზული უკუჩვენებებიც ახლავს: ინსულტი, ოსტეოპოროზი კიბო...ერთი პრობლემა, ერთი შეხედვით შეიძლება მოგვარდეს, მაგრმა მეორეს მხრივ სხვაგან წარმოიქმნას.

როგორ შეიძლება ჰორმონების დაბალანსება:

თუ გსურთ პრობლემის ეფექტური მოგვარება, მიიღეთ ბუნებრივი საშუალებები და შეცვალეთ კვების რაციონი. გამოიყენეთ მხოლოდ ჯანსაღი საკვები.

აუცილებელია მიიღოთ: ქოქოსის ზეთი, ავოკადო, ნიგოზი, სელის მარცვლეული, ჩიას მარცვლები, ტოფი, სარდინიები, გარეული ორაგული.



ომეგა-6 შემცველი პროდუქტებია: საფლორის ზეთი, მზესუმზირას, სიმინდის, სოიოს მიწისთხილის ზეთი; თევზი, სელის მარცვლეული, ჩიას მარცვალი და ნიგოზი.

აუცილებელი გამოძინება!

გამოსაძინებლად 7-8 საათია აუცილებელი. ეს ჯანმრთელობას საგრძნობლად აუმჯობესებს. უძილობა ველაზე მავნე ჩვევაა. ეს ცუდად ისახება ჯანმრთელობაზე და იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს. ძილსაც თავისი რეჟიმი აქვს, რადგანაც ჰორმონები საათობრივად იწყებენ გამოყოფას და მუშაობას. ამიტომაცაა, რომ გვიან დაძინება სარგებელის მომტანი არ არის.

მიიღეთ ნაკლები კოფეინი.

ბევრი ყავის მიღება კორტიზოლის დონეს ზრდის. ამციირებს ფარისებრი ჰორმონის გამოყოფას და იწვევს ორგანიზმში ქაოსს! თუ მაინცა და მაინც გამოფხიზლება გჭირდებათ, მიირეთ მწვანე ჩაი, მაგრამ არა უმეტეს 2 ჭიქისა. ასეთ შემთხვევაში ჰორმონების დისბალანსსაც აირიდებთ თავიდან.

დაკავდით სპორტით.

თუნდაც კკვირაში სამჯერ მაინც, 20-40 წუთიც რომ დაუთმოთ ფიზიკურ აქტივობას, გაიუმჯობესებთ თქვენს ჯანმრთელობას.

ვიტამინი - D3

D3ის ვიტამინია, რომელი იმუნურ სისტემას ამაგრებს და საერთოდ ჯანმრთელობის ელექსირად ითვლება. მისი ნაკლებობა იწვევს დეპრესიულობას და ჯანმრთელობასტან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს. გახსოვდეთ: სპორტი და ვიტამინი D3 მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისათვის.