იკურნება თუ არა თირკმლების პოლიკისტოზი და არის თუ არა იგი მემკვიდრული დაავადება?!
ჩემს მეუღლეს აქვს თირკმლების პოლიკისტოზი. ექიმები გვეუბნებიან, ეს დაავადება არ იკურნება, თირკმლის გადანერგვაა საჭიროო. იქნებ მაინც არსებობს რაიმე სიახლე ამ დაავადების მკურნალობაში?
ექიმის კომენტარი:
პოლიკისტოზი მემკვიდრული დაავადებაა. ვლინდება 30 - 35 წლის ასაკში არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ან შემთხვევით - ულტრაბგერითი გამოკვლევისას. დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს ტკივილის შეგრძნება წელის არეში. პალპაციისას ისინჯება დიდი, ხორკლებიანი თირკმლები, რომლებიც ნეკნთა რკალიდან რამდენიმე სანტიმეტრით გამოდის. პოლიკისტოზის დროს თირკმლის ქსოვილში ჩნდება დიდი რაოდენობით სხვადასხვა დიამეტრის მქონე კისტა - რამდენიმე მმ - დან 3 - 4სმ - მდე ზომისა. თირკმელი ამ დროს ყურძნის მტევანს ემსგავსება. ზოგჯერ თირკმლის პოლიკისტოზს სხვა შინაგანი ორგანოების პოლიკისტოზიც ერთვის თან. ხშირად იგი ქრონიკული პიელონეფრიტით რთულდება. პოლიკისტოზის სხვა შესაძლო გართულებებია არტერიული ჰიპერტენზია და თირკმლის უკმარისობა.
განასხვავებენ დაავადების ხელსაყრელ და არახელსაყრელ მიმდინარეობას. არახელსაყრელი მიმდინარეობის დროს კისტები თანდათანობით იზრდება, აწვება თირკმლის ქსოვილს, აზიანებს მას, იწვევს თირკმლის უკმარისობის პროგრესირებას.
თირკმლის უკმარისობას ახასიათებს საერთო სისუსტე, ცუდი შეგრძნება, წყურვილი, ლორწოვანი გარსებისა და კანის სიმშრალე. თირკმელთა მდგომარეობის ერთ - ერთი მაჩვენებელია არტერიული წნევა - მისი მატება თირკმლების მდგომარეობის გაუარესებაზე მეტყველებს.
პოლიკისტოზის რადიკალური მკურნალობა დღეისათვის შეუძლებელია. შესაძლებელია მცირე პოზიტიური ჩარევა: განსაკუთრებით დიდი ზომის კისტების ამოკვეთა ამ გახეთქვა. თუმცა, ეს მხოლოდ დროებით შედეგს იძლევა. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გაღრმავების შემთხვევაში პაციენტთა შველა სისტემური ჰემოდიალიზით - ხელოვნური თირკმლით შეიძლება, შემდგომ კი თირკმლის გადანერგვაა საჭირო.
დაავადების ხელსაყრელი მიმდინარეობისას კისტა ბევრი არ არის და თირკმლის უკმარისობაც არ ვითარდება. ამ დროს დაავადების მკურნალობა არ არის საჭირო, თუმცა აუცილებელია უროლოგის მეთვალყურეობა და არტერიული წნევის კონტროლი. ასევე თვალყური უნდა ვადევნოთ თირკმლის აზოტგამომყოფი ფუნქციის მდგომარეობას ( უნდა კონტროლდებოდეს სისხლში კრეატინინის დონე, ზიმნიცკისა და რებერგის სინჯების მაჩვენებლები), აგრეთვე, დიდი კისტების ზომის ცვლილებას ულტრაბგერითი გამოკვლევით. თუ ყველა მაჩვენებელი სტაბილურია, მაშინ შესაშფოთებელი არაფერია.
ხშირად ულტრაბგერითი კვლევისას თირკმლებში აღმოჩნდება ხოლმე სოლიტარული კისტები ( 1 - 3 კისტა ). ეს არ გახლავთ პოლიკისტოზი - ერთეულოვანი კისტების არსებობას არაფერი აქვს საერთო პოლიკისტოზთან. 50 წლის ასაკში ყოველ მესამე ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს თირკმლებში 1 - 2 მცირე ზომის კისტა, რომელიც მკურნალობას არ საჭიროებს.