თირკმელში კენჭის არსებობის 10 ადრეული სიმპტომი. მათი იგნორირება საშიშია

თირკმელში კენჭის არსებობის 10 ადრეული სიმპტომი. მათი იგნორირება საშიშია
თირკმლების დაავადებების სიმპტომები ნაკლებად შესამჩნევია და თითქმის ყოველთვის ბოლო სტადიაზე ვლინდება. უმეტეს შემთხვევაში, შესამჩნევი სიმპტომები იმის ნიშანია, რომ მდგომარეობა კრიტიკულია.

მათი ნაადრევ სტადიაზე გამოცნობის გასაადვილებლად, გთავაზპბთ გავცელებულ 10 სიმპტომს, რომლების იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

1. ცვლილება შარდვაში



უეცარი და თვალნათელი ცვლილებები შარდის რაოდენობასა ან სიხშირეში - თირკმლების დაავადების პირველი ნიშანია.

2. ჰაერის უკმარისობა



თირკმლის დაავადების ერთ-ერთი შედეგი - ფილტვებში სითხის დაგროვება, რომლის გამოც სუნთქვა რთულდება.

3. სისხლი შარდში



ეს გახლავთ კლასიკური სიმპტომი. თუ მსგავსი რამ შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

4. ქაფისეფრი შარდი



ქაფიანი შარდი იმის ნიშანია, რომ ორგანიზმიდან ცილა ნარჩენების სახით გამოდის, რაც თირკმლის დაავადების სიმპტომია.

5. შეშუპება




თირკმლები პასუხისმგებელი არიან ორგანიზმიდან ტოქსინებისა და ზედმეტი სითხის გამოყვანაზე. დაავადებული თიტკმლების დროს ყველაფერი ეს ორგანიზმში გროვდება. ერთ-ერთი ნიშანი ამისა - სახისა და ხელების შეშუპება.

6. უკიდურესი დაღლილობა, ანემია და სისუსტე



თირკმლები ჰორმონ ერითროპოეტინს გამოიმუშავებს, რომელიც ერითროციტებს ეხმარება ჟანგბადის გადატანაში. დაავადების დროს ჰორმონის დონე საგრძნობლად იკლებს, რაც იწვევს ანემიას, სისუსტეს და დაღლილობის მუდმივ შეგრძნებას.

7. თავბრუსხვევა და კონცენტრაციის უნარის დაკარგვა



ეს სიმპტომები ტვინში ჟანგბადის დონის შემცირებით აიხსნება, რაც თავბრუსხვევასა და კონცენტრაციის პრობლემას იწვევს.

8. გამუდმებით გცივათ




თუ გამუდმებით სიცივეს გრძნობთ, ეს შესაძოა, თირკმლების დაავადების ნიშანი იყოს.

9. კანის გამონაყარი და ქავილი



ეს შესაძლოა, როგორც ალერგიის, ასევე თირკმლების დაავადების სიმპტომიც იყოს.

10. გულისრევა და ღებინება



თირკმლების დაავადების ბოლო სიმპტომი, როდესაც ორგანიზმი უკვე ვეღარ უმკლავდება სისხლში ტოქსინების ზედმეტ რაოდენობას - გახლავთ ღებინება.