რომელი ორგანოს დაავადება იწვევს სისხლში ქოლესტერინის მოჭარბებას და რით შეიძლება მისი მკურნალობა.
დადგენილია, რომ სისხლში ქოლესტერინის სიჭარბე (ჰიპერქოლეტერინემია) ათეროსკლეროზის განვითარების წინაპირობაა, ხოლო სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარება გულის იშემიური დაავადების ( სტენოკარდია, ინფარქტი ), ინსულტების ( ტვინში სისხლის მიმქოცევის მოშლის ) და სხვა მრავალი გართულების საფუძველია. თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ ქოლესტერინის დონის გასაზღვრა სისხლში ნაკლებად ინფორმაციულია - გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს მისი ცალკეული ფრაქციების ე.წ. "კარგი" და "ცუდი" ქოლესტერინის პროცენტულ შემცველობას. თუ "კარგი" ქოლესტერინი დასაშვებ კრიტიკულ ზღავრზე ნაკლები გახდა სისხლში, ანუ თუ "ცუდმა" ქოლესტერინმა დასაშვებზე მეტად მოიმატა, მაშინ ათეროსკლეროზი გემუქრებათ იმის მიუხედავად, საერთო ქოლესტერინი ნორმაზეა თუ არა.
ქოლესტერინის ცვლის პროცესზე ღვიძლია პასუხისმგებელი. სწორედ მასში გარდაიქმნება ჭარბი ქოლესტერინი ნაღვლის მჟავებად, რომლებიც ნაწლავში ხვდებიან და იქიდან ბუნებრივი გზით გარეთ გამოიყოფიან. ღვიძლში ქოლესტერინის გადამუშავების მექანიზმს არეგულირებს გენი, რომლის დაზიანებისას ირღვევა მწყობრი მექანიზმი და სისხლში მატულობს ქოლესტერინი, ამასთან დარღვეულია "ცუდი" ქოლესტერინის გამოყოფის პროცესი, "კარგი" ქოლესტერინი კი, ორგანიზმს უპრებლომოდ ტოვებს. ამიტომ, მათ შორის თანაფარდობა დარღვეულია.
აღნიშნული გენი ყველას როდი აქვს დაზიანებული. ხშირად ქოლესტერინის დონის მატება სისხლში არასწორი კვების შედეგია. ქოლესტერინს ძირითადად ცხოველური საკვები შეიცავს, ამიტომ, მარხვის დროს მკვეთრად ქვეითდება შემცველობა სისხლის შრატში. განსაკუთრებით მდიდარია ქოლესტერინით კვერცხი, ძროხის ქონი, კარაქი, ძროხის ღვიძლი, იხვის ხორცი, ცხიმიანი (30 % - იანი ) არაჟანი, ცხიმიანი ყველი.
ბუნებრივი საშუალებებიდან ქოლესტერინის დონის მოსაწესრიგებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლი (2 ცალი დღეში, 2 თვის განმავლობაში ), თაფლი (4ს/კ დღეში), ხახვის წვენი თაფლთან ერთად, თანაბარი რაოდენობით ( თითო ჩ/კ 3 - 5 - ჯერ დღეში), ზღვის კომბოსტო ( ლამინარია ).
არსებობს ქიმიური პრეპარატებიც, რომლებიც აწესრიგებენ ცხიმოვან ცვლას ორგანიზმში, მაგრამ მათი დანიშვნა მხოლოდ ექიმს შეუძლია საჭირო ანალიზების ჩატარების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში.