სისხლში ქოლესტერინის დაწევის მარტივი და ეფექტური ხერხები
სისხლში ქოლესტერინის მაღალი შემცველობა რომ საშიშია ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვისაც კი, ეს ყველამ იცის. მაგრამ რა არის ბოლოსდაბოლოს ეს ქოლესტერინი, როგორია მისი ოპტიმალური შემცველობა და თუ არსებობს ჩვენს ორგანიზმში მისი მოწესრიგების საშუალებები? მაშ, ასე:
რატომაა საშიში სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონე? ქოლესტერინი სისხლძარღვების უჯრედების ბუნებრივი სამშენებლო მასალაა, რომელიც ღვიძლში სინთეზირდება ან საკვებით ხვდება ორგანიზმში. უჯრედში მოხვედრილი ქოლესტერინი არ არის მავნე, საშიშია მხოლოდ უჯრედის მიერ გარდაქმნილი და გადამუშავებული ქოლესტერინი, რომელიც მისგან გამოდის და სისხლძარღვთა კედლებზე ილექება, ავიწროებს მათ და მნიშვნელოვნად აძნელებს სისხლის მოძრაობას. ორგანოები, რომლებსაც ამის გამო ჟანგბადის მიღება უჭირთ, სათანადოდ ვეღარ მუშაობენ, მაგრამ მთავარი საშიშროება ისაა, რომ იწყება ქოლესტერინისგან თრომბების წარმოქმნა, რომლებსაც შეუძლიათ სრულად გადაკეტონ არტერია და ასე შეუწყვიტონ ამა თუ იმ ორგანოს სისხლით მომარაგება, რის შედეგადაც შეიძლება მთელი ორგანო ან მისი ნაწილი მოკვდეს. განსაკუთრებით საშიშია, როდესაც თრომბი იმ არტერიებს გადაკეტავს, რომლებიც ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს კვებავს - გულს, თირკმელებს, ტვინს. ამ შემთხვევაში შეიძლება სიკვდილი მეყსეულად დადგეს.
რა არის ქოლესტერინის დონის ამაღლების მიზეზები?
ქოლესტერინის გაზრდის მიზეზები, პირველ რიგში, არის კვება და ფიზიკური აქტიურობის უკმარისობა. რისკის ზონაში არიან მავნე ჩვევების მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც ჭარბი ქოლესტერინისადმი გენეტიკური მიდრეკილება აქვთ.
როგორ დავწიოთ ქოლესტერინი?
ფიზიკური აქტივობა - დადასტურებულია, რომ ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა ქოლესტერინის დონეს აქვეითებს არა ნაკლებ, ვიდრე დიეტა ან ექიმის მიერ გამოწერილი წამლები.
ხალხური მედიცინის დახმარებითაც შეიძლება ქოლესტერინის დონისმოწესრიგება. მრავალი რეცეპტი არსებობს ამ სფეროში ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, სისხლძარღვების კედლების გასაწმენდად და მისთვის ელასტიურობისა და ახალგაზრდობის დასაბრუნებლად: ა) 2 ჭიქა ზეითუნის ზეთი დაასხით 10 ცალ დანაყილ ნივრის კბილს, გააჩერეთ ერთი კვირა -მიღებული ნივრის ზეთი დაამატეთ ნებისმიერ საჭმელს.
ბ) კარგად დანაყეთ 350 გრ ნიორი, უკეთესია, თუ ხორცსაკეპში გაატარებთ, დაასხით 200 გრ სპირტი, გააჩერეთ 10 დღის განმავლობაში ბნელ და გრილ ადგილზე. სვით რძესთან ერთად 20 - 30 წვეთი დღეში რამდენჯერმე ჭამამდე. ამ რეცეპტით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ 5 წელიწადში ერთხელ. გ) დაფქვით 1 ჭიქა კამის თესლი, 2 ს/კ კატაბალახას ფესვები, დაუმატეთ 2 ჭიქა თაფლი, ამ მასას დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი დღე - ღამე, ნაყენი შედგით მაცივარში და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში რამდენჯერმე, ჭამამდე.