რა არის ქოლესტერინი და რამდენად საშიშია იგი ორგანიზმისთვის
ქოლესტერინი - "კარგიც" და "ცუდიც"
როცა საუბარია ქოლესტერინზე, ყველა დარწმუნებულია, რომ ქოლესტერინი მავნეა და ამიტომ იგი უნდა შემცირდეს. მის სასარგებლო თვისებებზე არავინ არაფერი არ იცი, გარდა იმისა რომ იგი სისხლძარღვების კედელზე მიმაგრებული საშიში სისხლის ბალთაა.
რა არის ქოლესტერინი და რამდენად საშიშია იგი ორგანიზმისთვის?
დასაწყისშივე შეგახსენებთ, რომ იგი ორგანული შენაერთია, ნივთიერება, რომელიც ცირკულირებს სისხლში. მისი მნიშვნელოვანი ნაწილი იქმნება სისხლში, დანარჩენი კი ორგანუზმში შემოდის კვების პროდუქტებთან ერთად.
ქოლესტერინი აუცილებელია ორგანიზმის ნომრმალური მუშობისათვის, რამდენადაც მონაწილეობს ყველა გაცვლით პროცესში. სახელდობრ, ახდენს ჰორმონების სინთეზირებას, მზის სინათლეს გარდაქმნის D ვიტამინად, ხელს უწყობს ნაღვლის წარმოქმნას. პირველად ქოლესტერინი აღმოჩენილი იქნა ნაღვლის ქვებში მყარი სახით.
საქმე იმაშია, რომ ქოლესტერინი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ორი ფრაქციის სახით - მაღალი და დაბალი სიმკვრივის, რაც ქოლესტერინზე დადებითი ითქვა, შეეხება პირველ ფრაქციას.
მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის მთავარი დამსახურება ისაა, რომ იგი არ მიემაგრება სისხლძარღვების კედლებს, მაშასადამე არ მონაწილეობს ათეროსკლეროტული ბაფთების წარმოქმნაში განსხვავებით დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინისაგან. აქედან გამომდინარეობს გამოთქმა "ცუდი" და "კარგი" ქოლესტერინი. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ერთიმეორესთან კონკრეტულ ბრძოლაში არიან, რომლის დროსაც "კარგი" ქოლესტერინი ცდილობს სისხლძარღვებს მოაცილოს "ცუდი" ქოლესტერინი.
რომელი იმარჯვებს ამ ბრძოლაში? სწორედ " გამარჯვებულის" განსაზღვრით იწყება მკურნალობის პროცესი.
პრაქტიკაში ჯერ პაციენტს აგზავნიან საერთო ქოლესტერინის ანალიზისათვის. თუ იგი აღმოჩნდება ნორმის ფარგლებში,იგი ფრაქციების მიხედვითაც ნორმაში აღმოჩნდება, ხოლო როცა საერთო ქოლესტერინი ამაღლებულია, ახდენენ პაციენტის შემდეგ გამოკვლევას.
თუ კისრის სისხლძარღვების კედლების სისქე 0,9 მმ-ზე მეტია, ეს უკვე ათეროსკლეროზის დასაწყისის ნიშნებია.
არსებობს ათეროსკლეროზის გარეგანი ნიშნებიც, ეს არის სახეზე და ყურების ზონაში მოყვითალო ადგილები. ასევე წვივზე ჩნდება მოყვითალო ადგილები, თავს იჩენს ფეხების ასევე გულმკერდის ტკივილები, რაც ათეროსკლეროზთანაა დაკავშირებული. მაგრამ ასეთი სიმპტომები ნიშნავს იმას, რომ დაავადება გართულებულია და სერიოზული მკურნალობაა საჭირო.
რატომ მაღლდება ქოლესტერინის დონე?
ეს დაკავშირებულია ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა - ჰორმონალური დარღვევები ხანდაზმულ ასაკში, სტრესული სიტუაციები, აუტოიმუნური პროცესები, ღვიძლის კუჭქვეშა ჯირკვლის, ნაღვლის სადინარების დაავადებები, ზედმეტი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი, მოწევა...
უნდა შეიზღუდოს ცხიმიანი კერძები: ყველი, ხიზილალა, კარაქი, მაიონეზი. მეტი ხილბოსტნეული უნდა მივიღოთ.
ქოლესტერინის დონეს ამცირებს ნიორი, მწვანე ჩაი, სოიოს ცილა, ასევე ვიტამინი E და ომეგა 3. ბევრ E ვიტამინს შეიცავს ასკილი და ქაცვი. ომეგა 3-ის ძირითადი წყაროა თევზის ქონი, ზღვის პროდუქტები და სელის ზეთი.