უძველესი ჩინური რეცეპტი დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის დაწევაში და არტერიების გაწმენდაში

უძველესი ჩინური რეცეპტი დაგეხმარებათ ქოლესტერინის დონის დაწევაში და არტერიების გაწმენდაში
ქოლესტერინი - ცხიმებიდან(ლიპიდებიდან) ერთ-ერთია, რომელიც გარკვეული ოდენობით აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისათვის. პრობლემები კი მაშინ იჩენს თავს, როდესაც არასწორი კვების გამო ამ ნივთიერების დონე ადამიანის ორგანიზმში მაღლა იწევს. დღეს სწორედ ქოლესტერინის მაღალი დონე ხდება ადამიანების უმრავლესობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მიზეზი.

ამ პათოლოგიურ სინდრომს მედიცინაში უწოდებენ ჰიპერქოლესტერინემიას. ასეთი დაავადების დროს პაციენტი იძულებულია მუდმივად ესტუმროს სამედიცინო დაწესებულებას, რადგან ის სხვა დაავადებების წარმოშობის მიზეზად არ გადაიქცეს.
აღსანიშნავია, რომ სტრუქტულად შეგვიძლია გამოვყოთ ქოლესტერინის სამი სახეობა:
  • "კარგი ქოლესტერინი", ან მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები. ის ასევე აიღნიშნება ლათინური აბრევიატურით HDL.
  • "ცუდი" ქოლესტერინი ან დაბალი სიმკვრივის ლოპოპროტეიდები. ის ასევე აიღნიშნება ლათინური აბრევიატურით LDL.
  • საერთო ქოლესტერინი, რომელიც ყველა ტიპის ქოლესტერინის კომბინაციას წარმოადგენს.


რაშია ძველი ჩინური რეცეპტის უპირატესობა?
ეს დროით გამოცდილი ეფექტური საშუალება ტრადიციული ჩინური მედიცინიდან მზადდება ნიორისა და ლიმნისგან. საკვები მახასიათებლების წყალობით ის გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემის აღდგენაში, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. ის ასევე რეკომენდირებულია მათვის ვისაც წონის დაკლება სურს.
ნიორისა და ლიმონის კონცეტრირებულ ნახარშს ძლიერი გამწმენდი თვისებები აქვს. ის გვეხმარება ორგანიზმის შლაკებისგან და ტოქსინებისგან გაწმენდაში,რაც შემდგომში მრავალი ქრონიკულ დაავადებას აგვარიდებს.
ეს საშუალება დიდ სარგებელს აძლევს სწორედ რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ხელს უწყობს სისხლის გაწმენდასა და სისხლის მიმოქცევის დანორმალიზებას.

ძველი ჩინური რეცეპტი
fpaparazzi-ს მიერ შემოთავაზებული ამ რეცეპტის დამზადება არ გაგიჭირდებათ. მისი შემადგენელი ინგრედიენტები ხელმისაწვდომია ყველა ჩვენთაგანისათვის, ხოლო მათი ფასი საკმაოდ დაბალია. მიღებული სითხის სმა საჭიროა დღეში ორჯერ: ერთი ჭიქა სადილის შემდეგ, ხოლო მეორე ვახშმის შემდეგ.



ინგრედიენტები:
  • 1 ლ წყალი
  • 3 ეკოლოგიურად სუფთა ლიმონი (საშუალო ზომის)
  • 36 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
  • თავდაპირველად საჭიროა გაასუფთაოთ ნიორი და დაჭრად ის წვრილად.
  • ჩაალბეთ ლიმონი სოდიან და ძმრიან წყალში. ეს ციტრუსის დეზინფიცირებაში დაგეხმარებათ. ერთი საათის შემდეგ დაჭერით ლიმონი რკალებად.
  • ჩაასხით ქვაბში სუფთა წყალი და დადგით ცეცხლზე
  • როდესაც წყალი წამოდუღდება, დაუკელით ცეცხლს და ჩაყარეთ მასში ლიმონი და ნიორი
  • გააგრძელეთ ნაზავის ხარშვა მანამ, სანამ წამოდუღებას არ დაიწყებს.
  • როდესაც ნახარში მზად იქნება აცადეთ გაცივება და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
  • მეორე დღის დილიდან შეგიძლიათ დაიწყოთ მკურნალობა.

რამოდენიმე კვირის მკურნალობის შემდენ თქვენ უკვე შეამჩნევთ პირველ დადებით შედეგებს. აუცილებელია კიდევ ერთხელ აიღნიშნოს, რომ ქოლესტერინის მაღალი დონის დროს აუცილებელია რეგულარული კონტროლი სპეციალისტის მეირ.