რამდენად საშიშია ქლამიდიოზი და ემორჩილება თუ არა იგი მკურნალობას?!
რამდენჯერმე ვიმკურნალე საკვერცხეების ანთებაზე მაგრამ უშედეგოდ. უკანასკნელი გამოკვლევისას კი დამიდგინეს ქლამიდიოზი. ძალიან შევშინდი, რადგან მსმენია, რომ ეს დაავადება თითქმის არ ემორჩილება მკურნალობას. რამდენად საშიშია იგი?
ექიმის კომენტარი:
მწვავე ანთების სახით გამოვლენილი თუ ქრონიკულად მიმდინარე ქლამიდიური ინფექცია აუცილებლად საჭიროებს ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობას. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ქლამიდიები ყოველთვის დროულად ვერ დიაგნოსტირდება, რადგან ამისთვის ძვირად ღირებული მეთოდების გამოყენებაა საჭირო. შედეგად კი, ანთებითი პროცესი მწვავდება და რთულდება.
ქლამიდიები ქალებში აზიანებს გენიტალური ტრაქტის ყველა ნაწილს - საშოს ყელიდან დაწყებული და საშვილოსნოს მილებით დამთავრებული. სწორედ ამითაა საშიში დაავადება. ხშირად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს: ქლამიდიები კი, ამ დროს იწვევს მძიმე, ზოგჯერ შეუქცევად ცვლილებებს საშვილოსნოს მილების კედლებში. ვითარდება შეხორცებები, რაც მყარი უნაყოფობის მიზეზი ხდება ხოლმე.
ქლამიდიური ინფექციის სამკურნალოდ ამჟამად გამოიყენება სამი ძირითადი ჯგუფის ანტიბიოტიკები: ტეტრაციკლინები ( უპირატესად დოქსიციკლინი), მაკროლიდები და ფტორქინოლონები. მკურნალობის სქემაში აგრეთვე ჩართული უნდა იყოს იმუნომოდულატორები, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები და ვიტამინები. იმის მიხედვით, თუ რა სიმძიმისა და ხანგრძლივობისაა ანთებითი პროცესი კონკრეტულად თქვენ შემთხვევაში, და, თუ რა მკურნალობა გაქვთ ჩატარებული დღემდე, ექიმი გირჩევთ პრეპარატებს, მათ დოზებსა და მიღების ხანგრძლივობას.