მცენარეული საშუალებები, რომლებიც გამოიყენება საშვილოსნოს დანამატების და საკვერცხეების ანთებითი დაავადებების დროს!
ქალის სასქესო ორგანოთა პათოლოგიებს შორის ანთებითი დაავადებების ხვედრითი წილი საკმაოდ დიდია. მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება მრავალგვარია, “უწყინარი” ბაქტერიული ვაგინოზებიდან (საშოს ლორწოვანის ბაქტერიული დაზიანებიდან) დაწყებული, უმძიმესი ტუბოოვარიული აბსცესების (საშვილოსნოს დანამატების დაჩირქების) და პელვეოპერიტონიტის (მენჯის ღრუს პერიტონიტის) ჩათვლით.
ხალხურ მედიცინას გააჩნია რამდენიმე ეფექტური საშუალება ამ დაავადებების სამკურნალოდ:
ხალხურ მედიცინას გააჩნია რამდენიმე ეფექტური საშუალება ამ დაავადებების სამკურნალოდ:
- აიღეთ 1 ს/კ მცენარეული ზეთი და ამდენივე თაფლი, ადუღეთ 2 - 3 წთ, გააცივეთ. ამ ნარევში დაასველეთ ტამპონი და ვაგინაში მოითავსეთ.
- საკვერცხეების ანთების დროს აიღეთ ძიძო და ამდენივე ვირისტერფას ყვავილი, 1 ს/კ ნარევს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ხარშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიიღეთ 3 - 4 ს/კ 5 - ჯერ დღეში. მკურალობის ხანგრძლივობა 2 - 3 კვირა, ამ დროის განმავლობაში სქესობრივი ცხოვრებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
- მიიღეთ 1 - 1,5 ჩ/ჭ თავშავას თბილი ნახარში ( 30 გრ ბალახს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი).
- დანამატების ანთებისას, ტკივილის დროს, დაღეჭეთ ღვიის კენკრა ( ნახარშის ნაცვად ), დაიწყეთ ოთხი ცალი კენკრით და თითო - თითო მოუმატეთ ცამეტამდე, შემდეგ შეამცირეთ უკუთვლით ოთხამდე. ეს ერთ- ერთი ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდია.
შეგიძლიათ მიიღოთ ღვიის კენკრა: 15 გრ კენკრას დაასხით 200 მლ წყალი. მიიღეთ 1 ს/კ 3 - ჯერ დღეში. გარეგანი გამოყენებისთვის ნახარში სხვანაირად მზადდება: 50 გრ კენკრას და ღეროს დაასხით 1 ვედრო წყალი, გააჩერეთ 2 საათის განმავლობაში, გაწურეთ. გამოიყენეთ ტამპონების სახით. - რძიანას რძეწვენი დადებითად მოქმედებს საშვილოსნოს ყველა სახის ანთების დროს და ხელს უშლის ნაყოფის მოწყვეტას. წვენის დოზა - 1გრ ერთ ჯერზე. რძიანას რძეწვენს ჩვეულებრივ მცენარეულ ზეთთან ურევენ.
- რაც შეიძლება, ხშირად უნდა მიირთვათ დაუმწიფებელი ყურძენი.
- ქალის სასქესო ორგანოების დაავადებების დროს ხალხურ მედიცინაში იყენებენ კოწახურის ფესვის ნახარშს: 2 ს/კ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, მიიღეთ 150 მლ 3 - ჯერ დღეში.
- მუდმივად, 1 - 2 თვის განმავლობაში მიიღეთ სიმინდის ულვაშის ნახარში - 1 ს/კ, 1ჩ/ჭ მდუღარე წყალზე.
- დაფნის ნახარშის აბაზანა შველის შარდის ბუშტის დაავადებების, საშვილოსნოს და დანამატების ანთებითი პროცესების დროს.