საშვილოსნოს ყელის ეროზიის სამკურნალო საუკეთესო საშუალებები
საშვილოსნოს ყელის ეროზია არის ყელის მთლიანობის დაზიანება, ან საშოსმხრივი ეპითელური საფარველის შეცვლა. ყველაზე ხშირად ეს დაკავშირებულია საშვილოსნოს ყელის ანთებით პროცესებთან. განასხვავებენ თანდაყოლილ, რეალურ და ცრუ საშვილოსნოს ყელსი ეროზის.
თანდაყოლილი ეროზია ძირითადად გვხვდება ბავშვთა ასაკში, მკურნალობას არ საჭიროებს, როგორც წესი განიცდის უკუგანვითარებას.
რეალური ეროზია ვითარდება ანთებითი პროცესების არსებობისას, პათოგენური მიკროფლორის გავლენით. გახანგრძლივებულმა კოლპიტმა, ენდოცერიციტმა შეიძლება მიგვიყვანოს ეროზიის განვითარებამდე.
ცრუ ეროზია დამოკიდებულია ანთებით პროცესებზე, რომლებიც იწვევენ მას და შეიძლება იყოს წლების განმავლობაში, სანამ ძირითადი დაავადების განკურნება არ მოხდება.
ეროზიის პროფილაქტიკა დამოკიდებულია ადრეულ დიაგნოსტიკასა და ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების მკურნალობაზე.
რეცეპტები:

- ქაცვის ზეთი გამოიყენება ტამპონის სახით, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს. მკურნალობის კურსი 12 დღე.
- გულყვითელას ნაყენის ხსნარი გამოიყენება საშოს გამოსარეცხად. 1 ჩ/კ გულყვითელას ნაყენი ( სააფთიაქო პრეპარატი ) 1/2 ჭ წყალზე.
- ჭინჭრის წვენში ან მისი დასრესილი ფოთლების ფაფაში ასველებენ ტამპონს და ათავსებენ საშოში, ყოველ დღე, 10 დღის განმავლობაში.
- 2 ს/კ აბზინდას ბალახს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, მოათავსეთ დახურული ჭურჭელით, წყლიან აბაზანაში 30 წთ. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გაწურეთ. თბილი ნახარში გამოიყენება საშოს გამოსარეცხად.
- ეროზიისა და წყლიანი გამონადენის დროს გამოიყენება კრაზანას ნახარში. 20 გრ ბალახი მოხარშეთ 1 ჭ მდუღარე წყალში. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 30 წთ, გაწურეთ. დაასხით იმავე რაოდენობის წყალი. საშოს გამოსარეცხად.
- 3 ს/კ ჩაგირის დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე სითხის განახევრებამდე. მიიღება 30 წვეთი 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, წყლის ყლუპის მიყოლებით. ნაყენი გამოიყენება ასევე საშოს გამოსარეცხად: 2 ს/კ ჩაგირის დაქუცმაცებულ ძირებს დაასხით 1 ჭ მდუღარე, ჩადგით წყლიან აბაზანაში 30 წთ. გაწურეთ, გააგრილეთ, გამოიყენება თბილი სახით. 1 თვის განმავლობაში.