რისი ბრალია წყლულოვანი დაავადების დროს წარუმატებელი მკურნალობა
წყლულს, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება, რეფრაქტორულს უწოდებენ. მკურნალობის უშედეგობა მრავალი ფაქტორის ბრალია. ერთ - ერთი მათგანი გახლავთ მედიკამენტების არასათანადო წესით მიღება. ასევე, მეტად მნიშვნელოვანია ჰელიკობაქტერიის მდგრადობა ანტიბიოტიკების მიმართ. დაბოლოს, თამბაქოს, ალკოჰოლისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების მიღებამ შესაძლოა განკურნების პროცესი შეაფერხოს.
რეფრაქტერული წყლილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
რეფრაქტერული წყლულის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც შეიძლება გაჯანსაღება შეაფერხოს. ზოგჯერ დამატებითი მედიკამენტებიც კი ინიშნება. როცა წყლულისგან განკურნება აგრესიული მედიკამენტური მკურნალობითაც ვერ ხერხდება, დაისმის ქირურგიული მკურნალობის საკითხი, თუმცა ასეთი შემთხვევები მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში იშვიათია.
რეფრაქტერული წყლილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
- კუჭის მჟავა წვენის განსაკუთრებით ჭარბი სეკრეცია, რაც სოლინგერ - ედინსონის სინდრომის - გასტრინის მაპროდუცირებული სიმსივნისას გვხვდება;
- ინფიცირება არა ჰელიკობაქტერიებით, არამედ სხვა მიკროორგანიზმით;
- კუჭის კიბო;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა დაავადება.