მალამო, რომელიც მალე გაგიქრობთ ფეხის ფრჩხილზე წამონაზარდს და ნიკრისის ქარს!

მალამო, რომელიც მალე გაგიქრობთ ფეხის ფრჩხილზე  წამონაზარდს და ნიკრისის ქარს!
ნიკრისის ქარი (პოდაგრა ) ართრიტის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა; ხშირ შემთხვევაში ხასიათდება მწვავე ტკივილებით. პოდაგრას იწვევს შარდმჟავას მეტაბოლიზმის (ნივთიერებათა ცვლა) დარღვევა ორგანიზმში. ეს არის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზებიც კარგადაა ცნობილი — ამ დროს ხდება სახსრების სინოვიალურ სითხეში შარდმჟავას კრისტალების ჩალაგება. ის ძირითადად ფეხის ცერა თითში ვითარდება.

ხალხური მედიცინა მის სამკურნალოდ შემდეგ რეცეპტს გთავაზობთ:
დაგვჭირდება:
  • 100 გრ უმარილო კარაქი
  • 100 გრ არაყი ( ჭაჭა )

მომზადების და გამოყენების წესი:
ავიღოთ 100 გრ უმარილო კარაქი და გადავადნოთ. დუღილს რომ დაიწყებს, ქაფს მოვაცლით. დარჩენილ კარაქს დავამატებთ იმდენივე სუფთა ყურძნის არაყს ( ჭაჭა ). კარგად მოვურევთ, წავუკიდებთ ცეცხლს, დარჩენილ მასას მალამოს სახით წავისვამთ მტკივნეულ ადგილზე.
წაისვით დღეში ერთხელ, საღამოს.
რეაქციას მოგვცემს აწვის სახით.
ნიკრისის ქარი და დიდ ფრჩხილზე წამონაზარდი მალე გაქრება.
სტატიის წყარო:ხალხური სამკურნალო საშუალება