თუ გაზაფხულზე სისუსტეს და მოთენთილობას უჩივით, ეს ნაყენი უდავოდ არგებს თქვენს ორგანიზმს!
გაზაფხულობით ხშირად ვიღლებოდი, ვუჩიოდი მოთენთილობას, სისუსტეს, უხალისობას, თავის ტკივილს. ვიტამინებსაც ვსვამდი და სხვა საშუალებებსაც ვიღებდი, მაგრამ არაფერი მშველოდა. დღეში 6 - 8 ფინჯანი ყავა გაყოჩაღების მაგივრად უარესად მხდიდა. ერთ - ერთ ფიტოთერაპიულ წიგნში წავიკითხე, რომ ასეთ დროს ძალიან კარგი ყოფილა ქერი და მოცემული რეცეპტის მიხედვით მოვამზადე ნაყენი:
ნაყენის მომზადების და გამოყენების წესი:
0,5 ჩ/ჭ ქერის ფქვილს დაასხით 2 ლ წყალი და 2,5 სთ - ის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ადუღეთ. შემდეგ გაფილტრეთ, წამოადუღეთ, დაამატეთ 2 ს/კ პიტნის, ჟოლოსა და მარწყვის ფოთლების ნარევი. შეფუთეთ და ნახევარი საათი გააჩერეთ. შემდეგ გაფილტრეთ კიდევ ერთხელ. მიიღეთ ყოველდღე 3 ჭიქა.
ექიმის კომენტარი:
ქერი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. სამკურნალოდ გამოიყენება მისი თესლი, რომელიც მდიდარია ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებით, უჯრედისით, ფერმენტებით, მინერალური მარილებით, A, C, P, B1, B6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით. აქვს ანთების საწინააღმდეგო, შემომგარსავი, იმუნიტეტის მომამაგრებელი, შარდმდენი, ამოსახველებელი და ლაქტაციის გამაძლიერებელი მოქმედება. გამოიყენება კუჭის, ნაწლავების, შარდის ბუშტისა და კანის ანთებითი პროცესების, ხველის, პიელონეფრიტის დროს.
ასეთი მრავალმხრივი ეფექტიანობისა და უამრავი ვიტამინების შემცველობის გამო ქერი უდავოდ არგებს ორგანიზმს გაზაფხულზე, როცა იგი ვიტამინებისა და სხვა სასიცოცხლო ნივთიერებების დეფიციტს განიცდის.