აიმაღლეთ იმუნიტეტი და გაახალგაზრდავდით უნიკალური წამლის დახმარებით
გაზაფხულობით ორგანიზმი, ვიტამინების უკმარისობის გამო, სუსტდება, სუსტდება იმუნიტეტიც, მადა ქვეითდება, ნერვულად აღგზნებულები ადვილად ვიღლებით. ეს ყველაფერი, ალბათ, ჩვენს წინაპრებსაც აწუხებდათ, მაგრამ ისინი ბუნებაში პოულობდნენ დამხმარე საშუალებებს. ერთ ასეთ საშუალებას მეც სიამოვნებით ვიღებ ყოველ გაზაფხულზე. ამ უნიკალური წამლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
0,5 ლ გაუფილტრავ მზესუმზირის ზეთში კარგად აურიეთ 500 გრ დაჭყლეტილი ნიორი. დადგით სამი დღით გრილ ადგილას. შემდეგ დაამატეთ 300 გრ ახალი დაფქული ქერი. კარგად აურიეთ, შედგით მაცივარში. მიიღეთ თითო ჩაის კოვზი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, ერთი თვის განმავლობაში. საკმარისია, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ ასეთი მკურნალობის კურსი და ორგანიზმი მთელი წელი აღარ შეგაწუხებთ გაუთვალისწინებელი პრობლემებით. ნაყენი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაცაა, ახალგაზრდობა კი ჯანმრთელობაა.
ექიმის კომენტარი:
ნიორში შემავალი ეთრზეთები ანადგურებს ბაქტერიებს და ვირუსებს. გაზაფხულზე ნაყენის მიღებს დაგიცავთ ვირუსული ინფექციისგან, რომელიც ასუსტებს ისედაც დასუსტებულ იმუნიტეტს. ზეთისა და ქერის კომბინირებულად მიღება სისხლში ე.წ. "ცუდ" ქოლესტერინსაც ამცირებს, რაც, რაღა თქმა უნდა, ორგანიზმის ზოგად მდგომარეობას გააუმჯობესებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქოლესტერინის მოწესრიგება გულ- სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების მქონე ადამიანებისათვის. გარდა ამისა, ქერი მცენარეული ცილის უჯრედისის და მიკროელემენტების ( მაგნიუმის, სელენის, ფოსფორის, სპილენძის ) საუკეთესო წყაროა. ქერის ნაყენი ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
ინგრედიენტები:
- ზეთი - 0,5 ლ
- ნიორი - 500 გრ
- ქერი -300 გრ