ექიმის შეფასება - ღვიძლის ციროზის ასკილისა და ჭინჭრის ნაყენით მკურნალობაზე.
ჩემს მეუღლეს აქვს ღვიძლის ციროზი. გამუდმებით სვამდა წამლებს, მაგრამ მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა. რამდენიმე თვის წინ ერთ-ერთ ფიტოთერაპიულ წიგნში წავიკითხე, რომ ღვიძლის ციროზის კარგ შედეგს იძლევა ასკილისა და ჭინჭრის ნაყენი. დავამზადე წამალი და ერთი თვის განმავლობაში ვასმევდი მეუღლეს. მივიღეთ ძალიან კარგი შედეგი: მას შემდეგ მუცელში სითხე აღარ ჩასდგომია, საერთოდაც, უკეთ არის, თავს კარგად გრძნობს. თანაც ქიმიურ წამლებს აღარ სვამს და ეს ყველაზე მეტად ახარებს. ვიცი, რომ ეს ავადმყოფობა ბევრს აწუხებს - იქნებ ვინმეს გამოადგეს ჩემი რჩევა.
ნაყენის დამზადების წესი ასეთია:
აიღეთ 2 ს/კ ასკილის ნაყოფი და 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლები, დაასხით 2 ჭიქა ანადუღარი წყალი, დაახურეთ ჭურჭლის თავსახური და დადგით მდუღარე წყლის ორთქლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა ნაყენი 3-ჯერ დღეში.
ნაყენის მიღების შემდეგ შარდის გამოყოფა გაგიძლიერდებათ, მოგიწესრიგდებათ კუჭის მოქმედებაც. გისურვებთ ჯანმრთელობას.
ექიმის კომენტარი:
ასკილი C ვიტამინით მდიდარი მცენარეა. იგი ააქტიურებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს ორგანიზმში. გარდა ამისა, აქვს ანტისკლეროზული, ქოლესტერინის საწინააღმდეგო მოქმედება, ანტიანთებითი, დიურეზული (შარდმდენი) და ნაღველმდენი ეფექტი, ააქტიურებს ფერმენტულ სისტემებს. ამ მცენარეს მართლაც განსაკუთრებული დადებითი შედეგი აქვს ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს.
ჭინჭარი მდიდარია K ვიტამინებით, რომელიც ღვიძლში შემდედებელი ფაქტორის - პროთრომბინის გამომუშავებას ასტიმულირებს. გარდა ამისა, ჭინჭრის პრეპარატს აქვს ანტიანთებითი, ნაღველმდენი და ლორწოვანის რეგენერაციის გამაძლიერებელი ეფექტი, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ასტიმულირებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესებს.