მე ყოველ დილას ქერის ნაყენით ვიწყებ. აი, რატომ...
არ მესმის, რატომ იწყებს ხალხი ჯანმრთელობაზე ზრუნვას მხოლოდ მას შემდეგ რაც ავად გახდება და რატომ არ ცდილობს მანამდე ჯანმრთელობის შენარჩუნებას. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ შერყეული ჯანმრთელობის მკურნალობა გაცილებით ძნელი და ძვირია, ვიდრე მისი შენარჩუნება. გაზაფხულზე ბევრი მოთენთილობას უჩივის, ადვილად იღლება და სულ ეძინება. ამის თავიდან აცილება შესაძლებელია ქერის მეშვეობით. ხალხური მედიცინა ძველთაგანვე იყენებდა ქერის ნაყენს ავადმყოფობის შემდეგ ძალ-ღონის აღსადგენად. მე ყოველ დილას სწორედ ქერის ნაყენით ვიწყებ.
- აიღეთ თანაბარი რაოდენობის ქერის მარცვალი, ვარდკაჭაჭას ფესვი და რკო. თუ გაქვთ, ამ ნარევს შეგიძლიათ დაუმატოთ ჭვავი და შვრია ( ნახევარზე ნაკლები). ეს ყველაფერი დაფქვით და ერთმანეთში აურიეთ. 2-3 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ ქაფის წარმოქმნადე. ნახარში შეგიძლიათ დილაობით დალიოთ დღეში 2-3-ჯერ. დაგიცავთ ავიტამინოზისგან.
გთავაზობთ მეორე, ასევე მეტად სასრგებლო ნახარშის რეცეპტსაც:
- 1/2 ჭიქა დაფქულ ქერს დაასხით 2 ლიტრი წყალი და ადუღეთ 2,5 საათის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. შემდეგ გაფილტრეთ, წამოადუღეთ, დაამატეთ 2 სუფრის კოვზი როზმარინის ფოთოლი ( შეგიძლიათ, როზმარინის ნაცვლად გამოიყენოთ პიტნის, ბარამბოს, შავი მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ფოთლები). შეფუთეთ და 1/2 საათს გააჩერეთ, შემდეგ კიდევ ერთხელ გაფილტრეთ. მიიღეთ ყოველდღე, დღეში 3 ჭიქა. დილაბით ნაყენს შეგიძლიათ დაამატოთ 30 წვეთი ჟენ-შენი.