როგორც კი იგრძნობთ სისუსტეს, დაღლილობას, გაღიზიანებას, დილაობით აუცილებლად დალიეთ ეს ნაყენი!
გაზაფხულობით ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას, სისუსტეს, არადა, ამ მდგომარეობის დაძლევა მეტად იოლია. როგორც კი იგრძნობთ სისუსტეს, დაღლილობას, გაღიზიანებას, დილაობით ყავის ან ჩაის ნაცვლად დალიეთ ეს ნაყენი:
მომზადების წესი:
1 ს/კ თანაბარი რაოდენობის წითელ მოცვსა და ასკილს დავასხათ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, ვადუღოთ 5 წუთი და ნაყენიც მზადაა.
თუ ამ ნაყენს მიიღებთ ერთი თვის განმავლობაში, გასაოცარ მხნეობას იგრძნობთ. ასკილიც და მოცვიც მდიდარია ვიტამინებით და სწორედ ისინი აძლიერებენ გაზაფხულზე დასუსტებულ ორგანიზმს.
თუ ნაყენის გემო არ მოგწონთ, შეგიძლიათ დაატკბოთ თაფლით ან შაქრით, მაგრამ მე დაუტკბობელს ვსვამ - სიმჟავე აფხიზლებს და აცოცხლებს ორგანიზმს.
ექიმის კომენტარი:
ასკილის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. იგი უამრავი ვიტამინის ( C,B1, B2, P, PP, K, კაროტინი ) და მინერალის ( რკინის, მანგანიუმის, ფოსფორის, მაგნიუმის, კალციუმის ) წყაროა. შეიცავს ორგანულ მჟავებს, მარილებს, შაქრებს, ფლავონოიდებს. ასკილს მედიცინაში სწორედ ვიტამინების სიუხვის გამო იყენებენ. C ვიტამინი ამ მცენარის ბიოაქტიურობის განმაპირობებელი ძირითადი კომპონენტია. იგი აწესრიგებს ორგანიზმის ჟანგვა - აღდგენით პროცესებს, ასტიმულირებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს მავნე ზემოქმედებების, ინფექციებისა და სხვა არახელსაყრელი ფაქტორებისადმი.
ექსპერიმენტულად დადასტურებულია C ვიტამინის ანტისკლეროზული მოქმედება - იგი აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და ხელს უშლის ათეროსკლეროზული ფოლაქების დალექვას სისხლძარღვთა კედლებზე.
ასკილის პრეპარატებს ნიშნავენ ჰიპო და ავიტამინოზების დროს, მწვავე და ქრონიკული ინფექციების, ათეროსკლეროზის, ნეფრიტის, ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ნაწლავთა პათოლოგიების, წყლულოვანი დაავადებების, ჰემორაგული დიათეზის, ჰემოფილიის, სისხლდენების, ჰიპერთირეოზის დროს, აგრეთვე, ქრონიკული პნევმონიის, ბრონქოპნევმონიის, ბრონქოექტაზიური დაავადებისას.
ასკილის პრეპარატები ეფექტიანია სისხლძარღვოვანი პათოლოგიებით გამოწვეული თვალის დაავადებების დროს.
წითელი მოცვი ასევე, მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით. წითელი მოცვის პრეპარატებს აქვს მადენზინფიცირებელი, შარდმდენი და ნაღველმდენი მოქმედება. იგი გამოიყენება თირკმელების და შარდის ბუშტის დაავადებების ( მაგალითად, ცისტიტიების, პიელიტების, შარდკენჭოვანი დაავადებების), გასტროენტერიტების, მეტეორიზმის, ქრონიკული შეკრულობის დროს. მისი ნაყენი ეფექტიანია მინერალური ცვლის დარღვევის, კერძოდ, პოდაგრის, ოსტეოქონდროზის დროს, აგრეთვე, რევმატოიდული და ინფექციური ართრიტების ( სახსრების ანთების ) დროს.
მოცვის ნაყოფს ჭიების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. მოცვის ფოთლები და ნაყოფი A და C ვიტამინების დეფიციტის შესავსებად გამოიყენება.