რამ გამოიწვია დისბაქტერიოზის გახშირება და როგორ უნდა ვუმკურნალოთ მას.
დღეს ექიმები ხშირად სვამენ დისბაქტერიოზის დიაგნოზს. რა დაავადებაა ეს, რამ გამოიწვია მისი გახშირება და რით შეიძლება ვუმკურნალოთ?
ექიმის კომენტარი:
ადამიანის ნაწლავებში ჩვეულებრივ ბინადრობს ორი სახის მიკროორგანიზმი:
1) სასარგებლო ანუ არაპათოგენური ბაქტერიები, რომლებიც კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
2) პათოგენური ანუ დაავადების გამომწვევი ბაქტერიები, რომლებიც ჩვეულებრისამებრ დათრგუნულ მდგომარეობაში არიან.
დისბაქტერიოზის დროს ირღვევა თანაფარდობა არაპათოგენურ და პათოგენურ მიკროორგანიზმებს შორის და შედეგად აქტიურდება პათოგენური მიკროფლორა, რაც თავის მხრივ ნაწლავების ფუნქციონირების რღვევას იწვევს.
დიბაქტერიოზის განვითარების ერთ - ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ანტიბიოტიკების დაუდევარი ხმარება. სწორედ ამ მიზეზთან უნდა იყოს დაკავშირებული დისბაქტერიოზის შემთხვევათა გახშირება მოსახლეობაში. ანტიბიოტი მოქმედებს არა მხოლოდ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ ბაქტერიაზე, არამედ ნაწლავური ფლორის არაპათოგენურ - სასარგებლო მიკროორგანიზმებზეც და არღვევს მიკროფლორის ჰარმონიულობას, რასაც შედეგად დისბაქტერიოზის განვითარება მოსდევს.
დისბაქტერიოზს იწვევს აგრეთვე ქიმიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობა, მწვავე ნაწლავური ინფექციები, კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები, იმუნიტეტის შესუსტება, ქირურგიული ოპერაციები, კვების არასწორი რეჟიმი, ძალიან შეზღუდული დიეტა და შიმშილი, ვიტამინების ნაკლებობა.
დისბაქტერიოზის სამკურნალოდ გამოიყენება ბიოლოგიური პრეპარატები ( ბიფიდუმბაქტერინი, ბაქტისუბტილი, ლინექსი ), რომლებიც შეიცავს ცოცხალ არაპათოგენურ ბაქტერიებს და ხელს უწყობს ნორმალური მიკროფლორის აღდგენას ნაწლავებში.