თმის ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია, ნაოჭების მომრავლება...შესაძლოა თქვენ დისბაქტერიოზის მსხვერპლი ხართ.

თმის ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია, ნაოჭების მომრავლება...შესაძლოა თქვენ დისბაქტერიოზის  მსხვერპლი ხართ.
დიაგნოზი "დისბაქტერიოზი" აღნიშნავს ადამიანის ნაწლავის მიკროფლორის რაოდენობის დისბალანსს. ანუ ორგანიზმში, ნაწლავში პათოგენური (მავნე) და ფიზიოლოგიური (სასარგებლო) მიკროფლორის თანაფარდობის დარღვევას.
დისბაქტერიოზის დროს ფერხდება საკვების გადამუშავება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ათვისების პროცესი დარღვეულია. გამოყოფის შეფერხების დროს საკვები იწყებს ლპობას ნაწლავებში, მავნე პროდუქტები შეიწოვება ნაწლავების კედლიდან და ხვდება სისხლში, შედეგად ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა), რომელსაც მივყავართ ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე და რიგი ორგანოების ანთებით დაავადებამდე. დისბაქტერიოზი შეიძლება გახდეს - ანემიის, ქრონიკული გადაღლის, ბრონქული ასთმის, ეგზემის მიზეზი, მან შეიძლება მიგვიყვანოს დეპრესიამდე, ხანდახან ფსიქიკურ აშლილობამდეც კი.

ქვემოთ ჩამოთვლილი ფიზიკური მდგომარეობების გადახრები გვაძლევს საფუძველს რომ ვივარაუდოთ დისბაქტერიოზი
  1. მუცლის ხშირი ყურყური.
  2. საკვების მიღების მიუხედავად შიმშილის შეგრძნება.
  3. მეტეორიზმი.
  4. არასასიამოვნო სუნი პირიდან, რომლის მოშორება ძალიან ძნელია.
  5. საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა.
  6. თმის ცვენა, ფრჩხილების დეფორმაცია.
  7. კანის ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭების მომრავლება.
  8. დილით გამოფხიზლების გაძნელება.
  9. მიზეზის გარეშე დაღლილობა.
  10. მუდმივი გაღიზიანებადობა და ა.შ.

ჩამოთვლილი ფიზიკური და ფსიქიკური ხასიათი ჩივილებიდან უმრავლესს თუ შენიშნავთ, აუცილებელია საკუთარ კუჭ - ნაწლავს მიაქციოთ ყურადღება.

რჩევები:
  • ნაწლავის მიკროფლორის ნორმალიზებას ახდენს ჭარხლის მარინადი ( მწნილი), ამისათვის სუფრის ჭარხალი გარეცხეთ, მოხარშეთ, მოაცილეთ კანი, დაჭერით წვრილ ნაჭრებად, მოათავსეთ ქილაში, დაასხით გაგრილებული მარინადე, ქილას დაახურეთ, დადგით გრილ ადგილას. მარინადი მზადდება შემდეგნაირად: 1 კგ ჭარხალზე საჭიროა 1 ლ წყალი, 2 ჭ ვაშლის ძმარი, 1 ჩ/კ მარილი 1/2 ს/კ შაქარი, 10 ც შავი პილპილის მარცვალი. 6 ც მიხაკის კვირტი 2 დაფნის ფოთოლი, მარინადი წამოადუღეთ და გააცივეთ. მიიღება ჭამამდე 1 სთ - ით ადრე.

  • დისბაქტერიოზის ნაწლავთა ატონიის, კუჭ - ნაწლავში ლპობითი პროცესების დროს კარგია ნიორი ვახშმის წინ შეჭამეთ 1 - 2 კბილი ნიორი, მიაყოლეთ მაწონი.

  • შეიძლება მომზადდეს ნიორის სპეციალური ნაყენი: 200 გრ ნიორი გაფრცქვენით, დანაყეთ, დაასხით 1 ლ არაყი, დადგით 30 გრადუს ტემპერატურაზე, 2 კვირის განმავლობაში, კარგად დახურულ ჭურჭელში. მიიღება 15 - 20 წვ 2 - 3 -ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი