ამ ერთი ინგრედიენტის ნაყენი დისბაქტერიოზის პრობლემას მოგიხსნით!
დისბაქტერიოზი, იგივე დისბიოზი ადამიანის ნაწლავთა მიკროფლორის თვისობრივი და რაოდენობრივი დარღვევაა, რომელიც არა მხოლოდ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, არამედ მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე აისახება. დისბაქტერიოზის მკურნალობის ერთერთი უებარი საშუალება კომშის თესლია, რომელიც ასევე კარგია ხველისა და ხმის ჩახლეჩის დროსაც. Fpaparazzi - ის რედაქცია გთავაზობთ დისბაქტერიოზის კომშით მკურნალობის შემდეგ რეცეპტს.
ინგრედიენტები:
მომზადება და გამოყენების წესი:
ექიმის კომენტარი: დისბაქტერიოზის დროს განსაკუთერბული მნიშვნელობა აქვს ნაწლავთა ლორწოვანი გარსის მდგომარეობას, ნაწლავის ზედაპირზე ლორწოს რაოდენობას და კონსისტენციას. სწორედ მასში მრავლდება ის სასარგებლო ბაქტერიები, რომელთა ნაკლებობაც ამწვავებს ამ დაავადებას. კომშის თესლი კი დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფს და ამ ლორწოს აქვს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანის დამცავი თვისება. ამიტომ კომშის თესლის ნაყენი წარმატებით გამოიყენება გასტროენტერიტების, სპაზმური კოლიტების, მეტეორიზმის, დისბაქტერიოზის დროს. ამ ნაყენს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ლორწოვანის შემომგარსველი ეფექტიც.
სწორედ ლორწოს შემცველობის გამო კომშის თესლის ნაყენი დადებით შედეგს იძლევა ბრონქიტებისა და ტრაქეიტების დროს - იგი ათხელებს ნახველს და აადვილებს ამოხველებას.
ინგრედიენტები:
- 2 ჩ/კ კომშის კურკები
- 2 ჭ. წყალი
მომზადება და გამოყენების წესი:
- 2 ჩაის კოვზ კომშის კურკებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე, შემდეგ გადაწურეთ, დადგით 6 საათი.
- სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა ნახარში 3 ჯერ დღეში, ჭამამადე ნახევარი საათით ადრე.