დისბაქტერიოზის სამკურნალო უნიკალური და მრავალჯერ ნაცადი რეცეპტი
დისბაქტერიოზის დროს ფერხდება საკვების გადამუშავება, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ათვისების პროცესი დარღვეულია. გამოყოფის შეფერხების დროს საკვები იწყებს ლპობას ნაწლავებში, მავნე პროდუქტები შეიწოვება ნაწლავების კედლიდან და ხვდება სისხლში, შემდეგ ვითარდება ორგანიზმის ქრონიკული ინტოქსიკაცია (მოწამვლა), რომელსაც მივყავართ ნივთიერებათა ცვლის დარღვევამდე და რიგი ორგანოების ანთებით დაავადებამდე.
დისბაქტერიოზის მკურნალობა:
დისბაქტერიოზის მკურნალობა:
- სასარგებლოა ნივრის ზეთის გამოყენება: საშუალო ზომის ნიორი გაფრცქვენით, დანაყეთ, მოათავსეთ შუშის ქილაში დაასხით 200 მლ მცენარეული ზეთი, მოათავსეთ მაცივარში 10 სთ. მიიღება 1 ს/კ3 - ჯერდ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე, მიღებამდე დაამატეთ იმავე რაოდენობის ლიმონის წვენი. მკურნალობის კურსი 1 - 3თვე. შესვენება 1 თვე, შემდეგ გაიმეორეთ კურსი. ეს საშუალება კარგია სისხლძარღვთა გასაფართოვებლად, კარგად ხსნის: სპაზმს თავის ტვინის სისხლძარღვებში, გულის სპაზმს, სულისხუთვას, გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს.
- დისბაქტერიოზის დროს სასარგებლოა ნიახურის ახალგამოწურული წვენის მიღება. საკმარისია 1 - 2 ჩ/კ დღეში, ჭამამდე 30 წთ - ით ადრე.
სასარგებლო რჩევები - რაც უფრო ბუნებრივია საკვები, მით უფრო მეტია მასში სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი.
- ჩვენ ვიკვებებით არა იმით რასაც ვჭამთ, არამედ იმით რაც შეიწოვება. არის ასეთი გამოთქმა: "როგორც ღეჭავ, ისე ცოცხლობ" როგორც წესი დაუღეჭავი საკვების გადამუშავება საჭმლის მომნელებელი წვენებით გაძნელებულია, საკვები პირდაპირი მნიშვნელობით ლპება ნაწლავებში, რასაც ორაგნიზმი გამოყავს მწყობრიდან. ისეთი სახის საკვები როგორიცაა: ძეხვეული, შებოლილი, რაფინირებული პროდუქტი, საკონდიტრო ნაწარმი, ტკბილეული, ხანგრძლივად თერმულად დამუშავებული საკვები - ეს არის "მკვდარი" პროდუქტი, რომელიც მხოლოდ სიმაძღრის შეგრძნებას იწვევს, არაფერს გვაძლევს ხანდახან ავადმყოფობის გარდა.
- კვების დროს და მის შემდეგ არ შეიძლება სითხის მიღება ( წყალი უნდა შეცვალოს ნერწყვმა)
- გაზაფხულზე "მწვანე" ვიტამინების შემოსვლამდე კარგია ორგანიზმი გაიწმინდოს შლაკებიდან. რეკომენდებულია განტვირთვის დღეების მოწყობა. კვირაში 1 დღე მიიღეთ 5 -6ც საშუალო ზომის მოხარშული კარტოფილი და დალიეთ 1/2 ლ კეფირი.
რძემჟავა პროდუქტების მიღება სასარგებლოა ყოვლეთვის, თუ არ ჩავთვლით მარხვის დღეებს.