რომელი დაავადებები იწვევს, ყურებში გამუდმებულ ხმაურს.
რა იწვევს ყურებში გამუდმებულ ხმაურს და რომელი სპეციალისტს უნდა მივმართოთ ამის სამკუნალოდ?
ექიმის კომენტარი:
შეკითხვა საკმაიდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრ პაციენტს აქვს მსგავსი ჩივილი. ამიტომ შევეცდებით, შედარებით ზედმიწევნით ავხსნათ ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზები:
თავდაპირველად უმჯობესია მიმართოთ ექიმ - თერაპევტს, რომელიც უკეთ გაერკვევა თქვენს ზოგად მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნით სხვა სპეციალისტთან.
ექიმის კომენტარი:
შეკითხვა საკმაიდ აქტუალურია, რადგან ძალიან ბევრ პაციენტს აქვს მსგავსი ჩივილი. ამიტომ შევეცდებით, შედარებით ზედმიწევნით ავხსნათ ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზები:
- ყურებში ხმაურს შესაძლოა იწვევდეს სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობები. ერთ - ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია ყურის ნერვის ნევრიტი ( ანთება ). ამ დაავადების საგრძნობი გახშირება ბოლო ხანებში გამოიწვია გენტამიცინის და სხვა მრავალი სმენის ნერვზე მოქმედი ანტიბიოტიკების დაუდევარმა და ზოგჯერ გაუმართლებელმა ხმარებამ.
- ყურებში ხმაურის შეგრძნება თან სდევს აგრეთვე ანემიას ( სისხლნაკლებობას), რომლის დიაგნოზიც სისხლის ანალიზით შეიძლება დაისვას.
- მესამე ძალზე გავრცელებული მიზეზია კისრის მალების ოსტეოქონდროზი, რომელსაც ასევე შეიძლება ახასიათებდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კისრის მოძრაობის შეზღუდვა. თუ ეჭვი ამ პათოლოგიაზე გაქვთ, უნდა მიმართოთ ნევროლოგს.
- ყურებში პროგრესირებადი ხმაურის შეგრძნება ახასიათებს ღრმა ათეროსკლეროზულ პროცესსაც, რომელიც ულმობლად აზიანებს ყველა სისხლძარღვს და მათ შორის, თავის ტვინის მომმარაგებელ სისხლძარღვებსაც.
- ყურებში ხმაური ძლიერდება ( ზოგჯერ , წარმოიქმნება ) არტერიული წნევის მომატების დროს, ამიტომ გამუდმებით უნდა აკონტროლოთ წნევის ციფრები.
თავდაპირველად უმჯობესია მიმართოთ ექიმ - თერაპევტს, რომელიც უკეთ გაერკვევა თქვენს ზოგად მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში გაგაგზავნით სხვა სპეციალისტთან.