ხალხური მედიცინა სწორი ნაწლავის ანთების ( პროქტიტი )სამკურნალოდ ეფექტურ რეცეპტებს გვირჩევს!

ხალხური მედიცინა სწორი ნაწლავის ანთების ( პროქტიტი )სამკურნალოდ  ეფექტურ  რეცეპტებს გვირჩევს!
პროქტიტი სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებითი დაავადებაა. ხშირად მას თან ახლავს პროქტოსიგმოიდიტი ( სწორი ნაწლავის ზემოთ მდებარე სიგმოიდური ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება ). პროქტიტი განსხვავდება პარაპროქტიტისგან, რომლის დროსაც ანთებადია არა თავად სწორი ნაწლავი, არამედ მის გარშემო არსბეული ქსოვილები.

ცნობილია პროქტიტის რამდენიმე მიზეზი:
  • არასწორი კვება - ცხარე საკვებისა და ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ( ალიმენტური პროქტიტი );
  • შეკრულობა, რომელსაც თან ახლავს ვენური შეგუბება სწორი ნაწლავის კედლებში. შეგუბება იწვევს ლორწოვანი გარსის ტრავმატიზებას და შეგუბებით პროქტიტს;
  • პარაზიტებით ( ტრიქომონები, ბალანტიდები, ამება ) ინვაზია ( პარაზიტული პროქტიტი ), გონოკოკური ინფექცია ( გონოკოკური პროქტიტი ).

პროქტიტის განვითარებას შესაძლოა წინ უძღოდეს გაციება, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დაავადებები (ცისტიტი, ვულვოვაგინიტი, პროსტატიტი, დუგლასის ფოსოს აბცესი), ასევე - სწორი ნაწლავის არაანთებითი დაავადებები ( მაგალითად, ჰემოროი).

მწვავე პროქტიტის მკურნალობა
მწვავე პროქტიტს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, რომლებიც მის გამომწვევ ინფექციას ანადგურებს. ანტიბიოტიკოთერაპია ინიშნება ანტიბიოტიკებისადმი პათოგენური მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით. წამალს, მის დოზებსა და მკურნალობის ხანგრძლივობას არჩევს ექიმი.

ჰიგიენური ღონისძიებები
მწვავე პროქტიტის დროს იყენებენ გვირილის ნახარშსა და კოლარგოლის ხსნარის მიკროოყნებს. მწვავე სტადიის ჩაცხრობის შეიძლება დაინიშნოს ზეთოვანი მიკროოყნები, თბილი შხაპი შორისის მიდამოში, მაგნიუმის პერმანგანატის ( მარგანცოვკის) 0,01 % - იანი ხსნარის მჯდომარე აბაზანები.

ქრონიკულ პროქტიტის მკურნალობა
ქრონიკულ პროქტიტს, წესისამებრ, ამბულატორიულად მკურნალობენ, იმავე საშუალებებით, რომლებითაც მწვავეს.
ქრონიკული პროქტიტის რემისიის სტადიაში ნაჩვენებია კურორტული მკურნალობა: ტალახი, აბაზანები.
ქრონიკული პროქტიტის დროს კარგია ნაწლავების გაწმენდა თბილი ტუტე მინერალური წყლით - ბორჯომით, ნაბეღლავით, ლიკანით. გამორეცხვა ააქტიურებს ნაწლავების მოტორულ ფუნქციას და ლორწოს გამოდევნას უწყობს ხელს. ასევე აუცილებელია შეკრულობის პროფილაქტიკა სამკურნალო ვარჯიშებით, მასაჟით.

პროქტიტის ქირურგიული მკურნალობა
ქირურგიულ ჩარევას მაშინ მიმართავენ, თუ ნაწლავებში შეხორცებები წარმოიშვა.

ხალხური მედიცინა გვირჩევს:
  • როდესაც პროქტიტი ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია, პროცესი შეიძლება შევაფერხოთ აბზინდის ნაყენით - უნდა მივიღოთ დილა - საღამოს, წყლით გაზავებული, 12 - 15 წვეთი.

  • გამოწურეთ გულყვითელას ყვავილები, წვენი გააზავეთ წყლით, თანაფარდობით 1:3 და გაიკეთეთ ოყნები ( 50 მლ ).

  • სასარგებლოა 10 - 15- წუთიანი ცივი და ნელთბილი მჯდომარე აბაზანები.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის მუხის ქერქი, სელის ყვავილები და წალიკა და მოამზადეთ მალამო შემდეგი რეცეპტით:
    2 სუფრის კოვზი გამხმარი ნარევი დაფქვით, აურიეთ 100 გრ გამდნარ თბილ ღორის ქონში, გააჩერეთ 12 საათი. ეს მალამო დაადეთ ბამბის ტამპონს და შეიყვანეთ სწორ ნაწლავში. გაიჩერეთ 2 საათი. გაიკეთეთ 1 - 2 - ჯერ დღეში.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა