მარტივად გაუმკლავდით ბუასილისგან გამოწვეულ პრობლემებს და სამუდამოდ დაამარცხეთ ის.
ბუასილი - ეს არის უკანა გასავლის და სწორი ნაწლავის ქვემო ნაწილის ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ბუასილის განვითარებას ხელს უწყობს მცირე მენჯის და სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის შეგუბება, ე.ი. მათი ხანგრძლივი გადავსება სისხლით ქრონუკული შეკრულობების დროს. როდესაც ადამიანი დეფეკაციის დროს მუდმივად იჭინთება, მაშინ სწორი ნაწლავის ვენების კედლები ვერ იტანს ხშირ დაჭიმვას, ადგილობრივად ფართოვდება და წარმოიქმნება ვარიკოზული კვანძები, რომლებიც , თავის მხრივ, აძლიერებენ შეკრულობას. გამობერილ ლორწოვანაზე განავლის მკვრივი ნაწილების ხახუნით წარმოიქმნება ნაკაწრები, ნახეთქები, სადაც ხვდება ინფექცია და ვითარდება ანთებითი პროცესი.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- დამჟავებული კომბოსტოს წათხი, თბილი სახით, სვით თითო ჭიქა დღეში. მკურნალობის კურსი 10 - 15 დღე.
- ჰემოროიდალური ხორკლების ან კვანძების ლიკვიდაციისთვის მოვამზადოთ 16 კგ - მდე ფეტვი და მისი ნაწილი ჩავყაროთ 3 ლიტრიან ქილაში მესამედამდე. გულმოდგინედ გავრეცხოთ, დავასხათ წყაროს ან სხვა, კარგი ხარისხის წყალი და დავაყენოთ ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე 4 დღე. მივიღოთ ნაყენი ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - 4 - ჯერ დღეში, 3 - 4 კვირის განმავლობაში. 5 -10 დღის შესვენების შემდეგ ისევ გავიმეოროთ მანამ, სანამ მთელი ფეტვი არ დამთავრდეს.
- დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 1 ს/კ მაყვლის ძირებს, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 15 - 20 წუთი. დავაყენოთ 30 წუთით და გავწუროთ , ვსვათ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 3 - 4- ჯერ დღეში.
- დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ თავსისხლას ძირებს, დავდგათ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავაყოვნოთ დაბალ ცეცხლზე 15 წთ და გავწუროთ. ვსვათ 1 - 2 ს/კ 5 - 6 -ჯერ დღეში, ჭამამდე.
- 1 ს/კ თხილის ხის დაქუცმაცებულ ქერქს დავასხათ 500მლ მდუღარე. დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ. ვსვათ 100 - 100 მლ 3 - 4 - ჯერ დღეში.
- დავასხათ 1 ჭ არაყი 1 ს/კ ვერხვის კვირტებსა და ქერქს, დავაყენოთ 2 კვირა და გავწუროთ. ვსვათ 30 - 40 წვეთი ჭამამდე 20 წთ - ით ადრე, 3 - ჯერ დღეში.
- 2 ს/კ ვერხვის გამხმარ ფოთლებს დავასხათ 300 მლ მდუღარე. დავაყენოთ 1 სთ. გავწუროთ. მივიღოთ მესამედი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.