ხალხური მედიცინა ქრონიკული პროქტიტის სამკურნალოდ შემდეგ საშუალებებს გვირჩევს.

ხალხური მედიცინა  ქრონიკული პროქტიტის სამკურნალოდ  შემდეგ საშუალებებს გვირჩევს.
ქრონიკული პროქტიტი ვითარდება თვეების, წლების განმავლობაში და ახასიათებს სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ღრმა დაზიანებები. განასხვავებენ ქრონიკული პროქტიტის შემდეგ ფორმებს:
  • ატმოსფერულ პროქტიტს - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაოჭები გადასწორებულია, თავად ლორწოვანი - განლეული.

  • ჰიპერტროფიულ პროქტიტს - სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ნაოჭები გასქელებულია და იღებს ბორცვოვან სახეს.

რეჟიმი
პროქტიტის მძიმე ( ეროზიული, წყლულოვანი, პოლიპოზური, კატარულ - ჩირქოვანი ) ფორმების შემთხვევაში ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია. მწვავე პროქტიტის დროს ინიშნება წოლითი რეჟიმი.

დიეტა
პროქტიტის დროს ინიშნება უჯრედისით ღარიბი დიეტა ( ნაკლები ბოსტნეული, ხილი, ბურღულეული ). სულენელი და ცხარე კერძები, ალკოჰოლი და შემწვარი ხორცი იკრძალება. მწვავე პროქტიტის დროს ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს რძის ნაწარმით, რბილი (ნაზი) ხორცის წვნიანით, გატარებული ხორცის კერძებით.

პროგნოზი
დროული მკურნალობის შემთხვევაში მწვავე პროქტიტის პროგნოზი კეთილსაიმედოა. დაავადება გამოჯანმრთელებით სრულდება.
ქრონიკული პროქტიტის შემთხვევაში მკურნალობის ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ შესაძლოა დაავადება ისევ გამწვავდეს. გამწვავების რისკს ამცირებს დიეტისა და ჰიგიენის ზედმიწევნითი დაცვა.

ხალხური მედიცინა გვირჩევს:
  • როდესაც პროქტიტი ჯერ კიდევ საწყის სტაიაშია, პროცესი შეიძლება შევაფერხოთ აბზინდის ნაყენით - უნდა მივიღოთ დილა - საღამოს, წყლით გაზავებული, 12 - 15 წვეთი.

  • გამოწურეთ გულყვითელას ყვავილები, წვენი გააზავეთ წყლით, თანაფარდობით 1:3 და გაიკეთეთ ოყნები (50მლ).

  • სასარგებლოა 10 - 15 - წუთიანი ცივი და ნელთბილი მჯდომარე აბაზანები.

  • აიღეთ თანაბარი რაოდენობის მუხის ქერქი, სელის ყვავილები და წალიკა და მოამზადეთ მალამო შემდეგი რეცეპტით:
    2 სუფრის კოვზი გამხმარი ნარევი დაფქვით, აურიეთ 100 გრ გამდნარ თბილ ღორის ქონში, გააჩერეთ 12 საათი. ეს მალამო დაადეთ ბამბის ტამპონს და შეიყვანეთ სწორ ნაწლავში. გაიჩერეთ 2 საათი. გაიკეთეთ დღეში 1 - 2 - ჯერ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:ოჯახის მკურნალის ბიბლიოთეკა