ხალხური მედიცინა ცისტიტის სამკურნალოდ შესანიშნავ რეცეპტებს გვთავაზობს!
ცისტიტი შარდის ბუშტის ანთებაა. ცისტიტის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ინფექცია, რომლის შედეგადაც ხდება შარდის ბუშტის ანთება. მის განვითარებას ხელს უწყობს შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება და სხეულის გადაცივება. ცისტიტით უფრო ხშირად ავადობენ ქალები, რაც აიხსნება ძირითადად მოკლე შარდსადინარით და ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების სიხშირით. ქალის სასქესო ორგანოები კი მდებარეობს უშუალოდ შარდის ბუშტის ახლოს. მცირე მენჯის ღრუს ისეთი დაავადებები, როგორიცაა დივერტიკულები, სიმსივნეები, პროსტატიტები, ქვები ( ყველაფერი ის, რაც დაბრკოლებას უქმნის შარდის ნორმალურ დინებას ) ასევე ხელს უწყობს დაავადების განვითარებას. ცისტიტი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის ტრავმის, ან მისი დასხივების ( გვერდით მდებარე ორგანოების სხივური თერაპიის დროს ) შედეგი.
სამკურნალო რეცეპტები ცისტიტის დროს:
სამკურნალო რეცეპტები ცისტიტის დროს:
- ავიღოთ თანაბარი პროპორციით სელის თესლი, წითელი მოცვის ფოთლები, ცისკარას ბალახი, სამფერა იას ბალახი, გულყვითელას ყვავილები. 2 ს/კ დაფხვნილ ( დაქუცმაცებულ ) ნარევს დავასხათ 300 მლ მდუღარე, ავადუღოთ წყლის აბაზანაზე 15 წთ, დავაყენოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ. ადუღებული წყლით შევავსოთ საწყის მოცულობამდე, გავწუროთ. მივიღოთ 1/3 ჭიქა 3 - ჯერ დღეში, ჭამამდე 1 სთ ადრე.
- ცისტიტის, ნეფრიტის, საშარდე გზების ანთებების დროს: 2 ს/კ დაფხვნილ ჯიჯლაყას ბალახს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ და 2 - 2 ს/კ 3 - 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე 20 წთ ადრე.
- ავიღოთ 1 ს/კ დაქუცმაცებული არყის ხის ქერქი, რომელიც აღებულია ახალგაზრდა ტოტებიდან. დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 10 წთ. დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. ვსვათ დღის განმავლობაში, როგორც ჩაი. მკურნალობის კურსი 3 - 4 კვირაა.
- ცისტიტის დროს ავიღოთ რამდენიმე კომში, გავჭრათ, ამოვიღოთ შიგნიდან მთელი თესლი და ვჭამოთ იგი. მკურნალობის კურსი 2 - 6 დღემდეა.