სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარების რისკფაქტორები
სწორი ნაწლავის კიბო ნაწლავში კიბოს ლოკალიზაციის მიხედვით პირველ ადგილზე დგას. ის უმეტესად 40 -60 წლის პაციენტებს აღმოაჩნდებათ ხოლმე, თუმცა შესაძლოა, გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც იჩინოს თავი. ქალებსა და მამაკაცებს ის თანაბარი სიხშირით ემართებათ. დაავადება სხვადასხვა ნიშნით შეიძლება გამოვლინდეს, მაგრამ ძირითადი სიმპტომი ისევ და ისევ სისხლდენაა. სადღეისოდ ცნომბილია, რომ სწორი ნაწლავის კიბოს განვითარება პოლიპის (ადენომის ) არსებობით იწყება. 5 - 10 წლის განმავლობაში ასეთი პოლიპი ხშირად ავთვისებიანი სიმსივნედ გარდაიქმნება.
სიმსივნის განვითარების რისკფაქტორებია:
მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, როდის და როგორ ვითარდება სწორი ნაწლავის კიბო, მისი პროფილაქტიკა შესაძლებელია. ყოველწლიური პროფილაქტიკური გამოკვლევა შესაძლებლობას მოგვცემს, სიმსივნე (ან პოლიპი) ადრეულ სტადიაშივე აღმოვაჩინოთ და ვუმკურნალოთ. დიეტა და სწორი კვება და, საზოგადოდ, ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, ისევე როგორც ექიმთან დროულად მისვლა, მრავალ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან.
სიმსივნის განვითარების რისკფაქტორებია:
- ოჯახის რომელიმე წევრის ავადმყოფობა ნაწლავის სიმსივნით (რისკი კიდევ უფრო იზრდება, თუ თქვენი რომელიმე ნათესავი სიმსივნით 60 წლამდე დაავადდა ან ეს დაავადება რამდენიმე ნათესავს ჰქონდა );
- მსხვილი ნაწლავის პოლიპი ან პოლიპოზი (მრავლობითი პოლიპი);
- მსხვილი ნაწლავის ქრონიკული ანთება (წყლულოვანი კოლიტი);
- თამბაქოს წევა;
- სიმსუქნე;
- დიაბეტი;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.