რომელი დაავადებებია სიმსივნისწინარე დაავადებები!
კიბოსწინარე ( სიმსივნისწინარე ) დაავადებები თანდაყოლილი ან შეძენილი ქსოვილოვანი ცვლილებებია, რომლებიც ხელს უწყობს შეძენილი ქსოვილოვანი ცვლილებებია, რომლებიც ხელს უწყობს ავთვისებიან ახალწარმონაქმნთა განვითარებას. ახალწარმონაქმნი თითქმის არასოდეს ჩნდება პრაქტიკულად ჯანმრთელ ორგანიზმში - ყოველ კიბოს აქვს თავისი წინამორბედი დაავადება. პროცესი, რომლის დროსაც ნორმალური უჯრედები სიმსივნურად ფორმირდება, სხვადასხვანაირია და ხშირად საკმაოდ ხანგრძლივიც, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია მათი დიაგნოსტიკა მორფოლოგიური მეთოდებით. კიბოსწინარე დაავადებების 0,1 - 5 % ავთვისებიანდება. ამგვარ დაავადებათა სპექტრი საკმაოდ ფართოა. მათ რიცხვს მიაკუთვნებენ პრაქტიკულად ყველა ქრონიკულ სპეციფიკურ და არასპეციფიკურ ანთებით დაავადებას.
კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ობლიგატურ და ფაკულტატურ სიმსივნისწინარე დაავადებებს. ობლიგატური კიბოსწინარე დაავადებები თანდაყოლილი ფაქტორებით არის განპირობებული და ადრე თუ გვიან კიბოში გადაიზრდება. ობლიგატური კიბოსწინარე დაავადებები:
ფაკულტატური სიმსივნისწინარე დაავადებები ავთვისებიან ახალწარმონაქმნებად იშვიათად ტრანსფორმირდება. რაც უფრო მეტხანს აქვს ადამიანს ფაკულტატური დაავადება, მით უფრო დიდია მისი ავთვისებიან სიმსივნედ ქცევის ალბათობა, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება. ფაკულტატური სიმსივნისწინა დაავადებებია:
სიმსივნური დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ის სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული მეთვალყურეობა დაუწესონ რისკჯგუფში შემავალ პირებს, რათა მათ ორგანიზმში მიმდინარე კიბოსწინარე დაავადებები კიბოდ არ გადაგვარდეს.

- მსხვილი ნაწლავის პოლიპოზი;
- პიგმენტური ქსეროდერმა;
- ბოუენის დერმატოზი;
- კუჭის ადენომის პოლიპი.
ფაკულტატური სიმსივნისწინარე დაავადებები ავთვისებიან ახალწარმონაქმნებად იშვიათად ტრანსფორმირდება. რაც უფრო მეტხანს აქვს ადამიანს ფაკულტატური დაავადება, მით უფრო დიდია მისი ავთვისებიან სიმსივნედ ქცევის ალბათობა, თუმცა ასეთი რამ იშვიათად ხდება. ფაკულტატური სიმსივნისწინა დაავადებებია:
- სარძევე ჯირკვლის სადინართა დისჰორმონული ცვლილებები, კისტები, ადენოზი;
- ატროფიული გასტრიტი;
- არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი;
- საშვილოსნოს ყელის ეროზია;
- დანის დამწვრობა, კეთილთვისებიანი აქანტომა, კერატოზი, პიგმენტური ქსეროდერმა, ბაზალურუჯრედოვანი კიბო;
- პირის ღრუს ლეიკოპლაკია, ერითროპლაკია, ლორწქვეშა ფიბროზი;
- სასუნთქი სისტემის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, შარდგამომყოფი სისტემის კიბოსწინარე დაავადებები.