8 საგანგაშო ნიშანი, რომლებიც დამახასიათებელია სიმსივნის დაავადებისათვის...
კიბო უცბად არ ვითარდება; მას წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები, რომელთა ადრეული გამოვლენა და მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ამ სენს.
კიბოსწინა დაავადებები ზოგჯერ ფარულად, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. მათი არსებობა რომ შეუმჩნეველი არ დარჩეს, საჭიროა:
გახსოვდეთ 8 საგანგაშო ნიშანი, რომლებიც დამახასიათებელია ამ დაავადებებისათვის:
კიბოსწინა დაავადებები ზოგჯერ ფარულად, ყოველგვარი კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. მათი არსებობა რომ შეუმჩნეველი არ დარჩეს, საჭიროა:
- 25 წლის ასაკს გადაცილებულმა ქალებმა 3 წელიწადში ერთხელ გაიარონ გინეკოლოგიური შემოწმება და ჩაიტარონ საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა.
- 30 წელს გადაცილებულმა ქალებმა თვეში ერთხელ ჩაიტარონ სარძევე ჯირკვლების თვითგასინჯვა.
- 40 წელს გადაცილებულმა ქალებმა ყოველ ორ წელიწადში გაიკეთონ მამოგრაფია.
- 40 წელს გადაცილებული ქალები და მამაკაცები ყოველწლიურად გაესინჯონ ლარინგოლოგს და პროქტოლოგს.
- 55 წელს გადაცილებულმა მამაკაცებმა ყოველწლიურად გაიარონ გამოკვლევა უროლოგთან.
გახსოვდეთ 8 საგანგაშო ნიშანი, რომლებიც დამახასიათებელია ამ დაავადებებისათვის:
- ფრიად დამაფიქრებელია უჩვეულო სისხლდენა (მაგალითად, სისხლი ნახველში ).
- როგორც კი სარძევე ჯირკვლებში სიმკვრივეს შენიშნავთ, მიმართეთ ონკოლოგს.
- თუ წყლული დიდხანს არ ხორცდება, ესეც დამაფიქრებელია.
- ხანგრძლივი ხველებაც საგანგაშო ნიშანია.
- იგივე მნიშვნელობა აქვს ხმის ხანგრძლივ ჩახლეჩას.
- ლამაზ ხალს ან მეჭეჭს ნუ ენდობით, არ გამოგრჩეთ მათი ზრდა.
- ასევე საგანგაშოა შარდვისა და კუჭის მოქმედების დარღვევა.
- დროულად მიმართეთ ექიმს ყლაპვის გაძნელებისა და საჭმლის მონელების დარღვევის შემთხვევაში.