მხოლოდ 10 პირობაა შესასრულებელი, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ კიბო!
კიბო უცბად არ ვითარდება.მას წინ უძღვის კიბოსწინარე დაავადებები, რომელთა ადრეული გამოვლენა და მკურნალობა თავიდან აგვაცილებს ამ სენს.
სიმსივნეებთან ბრძლოლისათვის მკურნალობის პერიოდში საჭიროა:
- შეზღუდეთ ცხიმი თქვენი კვების რაციონში.
ცხიმის დიდი რაოდენობით საკვებად გამოყენება ზრდის ძუძუს, ნაწლავებისა და წინამდეარე ჯირკვლების კიბოს განვითარების შესაძლებლობას. ცხიმით მდიდარი საკვების მიღება იწვევს წონაში მკვეთრ მომატებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფიზიკურად არ ვატჯიშობთ. შეწყვიტეთ ცხიმის მიღება, მიირთვით მჭლე ხორცი, თევზი, მოხდილი რძის პრიდუქტები. მოერიდეთ ნაცხვრებს, ტკბილეულს.
- მოერიდეთ დაშაშხული და შებოლილი საკვების მიღებას.
საყლაპავისა და კუჭის კიბო ხშირია იმ ქვეყნებში, სადაც საკვებად ჭარბად გამოიყენება დაშაშხული და შებოლილი პრიდუქტები. მხოლოდ იშვიათად შეგიძლიათ მიირთვავთ შაშხი და დამარილებული თევზი.
- შეწყვიტეთ თამბაქოს წევა.
თამბაქოს წევა ყველაზე ძლიერი რისკ - ფაქტორია ფილტვების კიბოს უმრავლეს შემთხვევაში. ოჯახში თამბაქოს წევა ნიშნავს ბავშვთა ხშირ ავადმყოფობას რესპირატორული და ალერგიული დაავადებებით. ორსული ქალი, რომელიც ეწევა, დიდად ვნებს თავის პირმშოს.
- შეწყვიტეთ ალკოჰოლის მიღება.
თუ სვამთ, თქვენ გელით ღვიძლის კიბოს განვითარების საშიშროება. თამბაქოს წევა და ალკოჰოლის მიღება მკვეთრად ზრდის პირის ღრუს, ხახის, ხორხისა და საყლაპავის კიბოს განვითარების შესაძლებლობას.
- მოერიდეთ მზის სხივებს.
მზის სხივების ჭარბი რაოდენობა იწვევს კანის კიბოსა და სხვა დაავადებებს. განსაკუთრებით უნდა მოერიდოთ მზის სხივებს შუადღისას 11-დან 15 საათამდე.
- მიირთვით მეტი კომბოსტო და ბოსტნეული.
დადასტურებულია, რომ კომოსტო და სხვა ბოსტნეული იცავს ადამიანს ნაწლავების, კუჭისა და სასუნთქი გზების კიბოსგან.
- მიიღეთ მეტი ბოჭკოებით მდიდარი საკვები.
ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება დაგიცავთ ნაწლავების კიბოს განვითარებისგან. ასეთი სახის საკვებია ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული- ატამი, მარწყვი, კარტოფილი, ისპანახი, პამიდორი, ბრინჯი, მსხვილი ნაფქვავისგან გამომცხვარი ხორბლის პური.
- მიიღეთ მეტი A და C ვიტამინების შემცველი საკვები.
A და C ვიტამინებით მდიდარი საკვები დაგიცავთ ხორხის, ფილტვების, საყლაპავისა და კუჭის კიბოს განვითარებისგან. A ვიტამინების შემცველი პრიდუქტებია - სტაფილო, ატამი, ჭერამი, გოგრა; C ვიტამინს შეიცავს ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობა - მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი, ნესვი, წითელი და მწვანე წიწაკლა, პამიდორი.
- დაიცავით ინტიმური ცხოვრების ჰიგიენა; ერიდეთ ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას, ნაადრევად ნუ შეაწყვეტინებთ ახალშობილს ძუძუს წოვას.
ვინც არ იცავს ინტიმური ცხოვრების ჰიგიენას, ხშირად ემართება ასოსა და საშვილოსნოს ყელის კიბო. ხშირი აბორტები ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარებას. ძუძუს წოვების ნაადრევი შეწყვეტა ხელს უწყობს სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებას.
- ერიდეთ წონაში მატებას.
სიმსუქნე ხელს უწყობს საშვილოსნოს, შარდის ბუშტის, ძუძუსა და მსხვილი ნაწლავების კიბოს განვითარებას. ფიზიკური ვარჯიში და მცირეკალორიანი საკვების მიღება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ წონის ჭარბი მომატება. ფეხით სიარული საუკეთესო ვარჯიშია ყველა თქვენთაგანისთვისათვის.
სიმსივნეებთან ბრძლოლისათვის მკურნალობის პერიოდში საჭიროა:
- სუფთა ჰაერზე სეირნობა, ოთახის განიავება.
- საჭმელი და სასმელი არ უნდა იყოს ცხელი, მივიროთ სითხე (წყალი )
- არ შეიძლება გადაღლა, ფიზიკური შრომა, ოფლიანობა.
- საჭიროა დიდხანს ძილი და დასვენება.
- ხშირად გადაივლეთ გრილი წყალი ზაფხულში (დღეში რამდენჯერმე )
- არ უნდა ვატაროთ სინთეტიკური და ელასტიკური ტანსაცმელი ( უმჯობესია ბამბის )
- სარეცხის რეცხვა არ შეიძლება. შორს ცხელი ღუმელიდან, მზის სხივებიდან. ერიდეთ უთოს.
- მენსტრუაციის დროს უნდა იყოთ გრილად, სხეულის გადახურება არ შეიძლება.
- მთლიანად ამოვიღოთ რაციონიდან რძის ყველა პროდუქტი იმიტომ, რომ შეიცავს ძალიან ბევრ კალციუმს, რაც ხელს უწყობს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას, ავრცელებს დაავადებას.