საშვილოსნოს ტანის კიბოსწინარე მდგომარეობები და სიმპტომები
საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის კიბოსწინარე მდგომარეობებს მიაკუთვენებენ ედომეტრიუმის კეროვანი პროლიფერაციის სხვადასხვა სახეს - ჯირკვლოვან ჰიპერპლაზიას, პოლიპოზსა და ადენომატოზს. მათ ფონზე კანცეროგენული ფაქტორების ზემოქმედებისას ვითარდება სიმსივნე. საშვილოსნოს ტანის ლორწოვანი გარსის ყოველგვარი ჰიპერპლაზია არ წარმოადგენს კიბოსწინარე მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებით საშიშია მორეციდივე ჯირკვლოვანი ჰიპერპლაზია.
სიმპტომები
ენდომეტრიუმის კობოსწინარე დაავადებებს ახასიათებს მენსტრუაციის გახანგრძლივება და გაძლიერება, აგრეთვე - აციკლური სისხლდენები და სისხლიანი გამონადენი. საჭვო სიმპტომად უნდა მივიჩნიოთ მენოპაუზის დროს სისხლიანი გამონადენის გაჩენა. ამ პერიოდში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია ან ადენომური პოლიპები ყოლველთვის კიბოსწინარე პროცესად უნდა განვიხილოთ. უფრო ახალგაზრდა ქალებში ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია და ადენომური პოლიპები კიბოსწინარე მდგომარეობებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ საშვილოსნოს პირველი გამოფხეკისა და ამ დაავადებების სწორი კონსერვატიული მკურნალობის შემდეგ განვითარდა რეციდივი. საშილოსნოს ტანის კიბოსწინარე დაავადებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ბუშტნამქერს, რომელიც ხშირად წინ უძღვის ქორიონეპითელიომას. კლინიკურმორფოლოგიური თავისებურებების კვალობაზე, განასხვავებენ ბუშტნამქერის სამ ფორმას: კეთილთვისებიანს, პოტენციურად ავთვისებიანს და სავარაუდოდ ავთვისებიანს. კიბოსწინარე მდგომარეობებს ორს უკანასკნელს მიაკუთვნებენ. ყველა ქალს, რომლის ორსულობაც ბუშტნამქერით დასრულდა, ხანგრძლივი მეთვალყურეობა უნდა გაეწიოს და პერიოდულად ჩაუტარდეს იმუნოლოგიური ან ბიოლოგიური რეაქციები, რაც საშუალებას მისცემს ექიმს, დროულად დასვას ქორიონეპითელიომის დიაგნოზი.
დიაგნოსტიკა
საშვილოსნოს ტანის კიბოსწინარე მდგომარეობების დიაგნოსტიკა ხორციელდება საშვილოსნოს ღრუდან ნაცხის (ასპირაცია ბრაუნის შპრიცით ) ციტოლოგიური და საშვილოსნოს ღრუდან აღებული ანაფხეკის ჰისტოლოგიური გამოკვლევით.
მკურნალობა
ენდომეტრიუმის კიბოსწინარე მდგომარეობების მკურნალობა უნდა დაიწყოს საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკით. ენდომეტრიუმში ჰიპერპლაზიური პროცესის დადასტურება ჰორმონოთერაპიის ჩვენებაა.