რა ნაკლოვანებები გააჩნია მედიკამენტურ მკურნალობას.

რა ნაკლოვანებები გააჩნია მედიკამენტურ მკურნალობას.
მიუხედავად თავისი კეთილშობილური მისწრაფებისა, ორთოდოქსული მედიკოსი, რომელმაც არ იცის ავადმყოფის რეალური მიზეზები, ხელს უწყობს სნეულების გაძლიერებას, რადგან:

  1. სჯერა, რომ ავადმყოფობა დაამარცხა. სინამდვილეში კი კიდევ უფრო ღრმად შედენა ორგანიზმში.

  2. უბრალო, მწვავე ავადმყოფობა ( ანუ შხამებისა და ნარჩენებისაგან ორგანიზმის გასუფთავებისათვის ბუნების უშუალო მცდელობა ) ქრონიკულად აქცია, რაც მომავალში პაციენტს გაცილებით მძიმე მდგომარეობას უქადის. ცხადია, ქრონიკული დაავადება მწვავე პროცესის ჩახშობისთანავე არ ჩნდება. ქრონიკულ დაავადებათა ჩამოყალიბებას იწვევს მწვავე პროცესების მუდმივი დათრგუნვა, ჩახშობა.

მედიკამენტური მკურნალობის დროს ხშირად პაციენტი მართლაც იკურნება. მაგრამ ეს ხდება მხოლოდ მაშინ, თუ ორგანიზმს აღმოაჩნდა საკმარისი ძალები როგორც ავადმყოფობის, ასევე მედიკამენტების უარყოფითი გავლენის დასამარცხებლად.

თანამედროვე ოფიციალური მედიცინა საზოგადოებისთვის სერიოზული საფრთხეა. სამწუხაროდ, ეს ძალზე ცოტას ესმის. ჩვენ თვალწინ ჩნდება ახალ - ახალი სნეულებანი, საოცრად იზრდება ქრონიკულ დაავადებათა რიცხვი. დროა ადამიანმა გაიგოს, რომ ყველა სენი საკუთარი შეცდომების შედეგია და არა გარედან თავს მოხვეული ბედისწერა.
სტატიის წყარო:მათუსალას საიდუმლო