იმერული ყველი საკუთარი ხელით

იმერული ყველი საკუთარი ხელით
ყველი - ქართული სამზარეულოს სიამაყეა და მისი უამრავი სახეობა არსებობს. მათგანი ყველაზე პოპულარული - იმერულია. ამ ყველით ბევრი უგემრიელესი კერძ მზადდება, და რაოდენ უცნაურის უნდა იყოს, ყველა მათგანი განსხვავებული გემოსი გამოდის. ალბათ აქ რძის ხარისხიც მოქმედებს და ყველის ამომყვანის გამოცდილებაც.

ის მზადდება აუდუღარი რძისგან, ამიტომაც ყველა არომატი, ვიტამინი და მინერალი მასში ხელუხლებლად რჩება. იმერული ყველი იდეალურია ხაჭაპურისთვის, მისი შრატისგან კი უგემრიელესი ნადუღი გამოდის... ამიტომაც, ღირს, ისწავლოთ მისი საკუთარი ხელით ამოყვანა.
მომზადების დრო: 40 წთ. ულუფა: 6-8 ცალი. სირთულე: რთული.

საჭირო მასალა:

  • 1 ლ აუდუღარი, ახალმოწველილი ძროხის რძე
  • 50-70 მლ დო

1 ლ მარილწყალზე:
  • 1 ლ წყალი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/ კ შაქარი


მომზადების წესი:

  1. რძე (37-38 გრადუსის) გაწურეთ სტერულურ მარლის მეშვეობით თიხის ან მინანქრის ჭურჭელში, დაუმატეთ დო, მოურიეთ ხის კოვზით საათის ისრის მიმართულებით. დადგით თბილ ადგილას. ჭურჭელი დროდადრო ატრიალეთ, რათა რძე თანაბრად შედედდეს.
  2. 25-30 წუთის შემდეგ რძე შედდება, სუფთა ხელებით შეკრიბეთ ყველის მასა ერთ გუნდად და ამოიღეთ შრატიდან.
  3. მოათავსეთ ყველის მასა ფორმაში - მოსახერხებელია ცილინდრის ფორმის ბრტყელძირიანი საწური, რომელშიც ყველი სწორ ფორმას მიიღებს. ჩადგით საწური სხვა ჭურჭელში, რათა სითხე კარგად დაიწუროს. ხელით მოუსწორეთ ზედაპირი ყველს და მოაყარეთ მსხვილი მარილი.
  4. 2-3 დღეში მზა ახალამოყვანილი ყველი შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგრამ თუ გნებავთ შენახვა, მოამზადეთ წათხი, ანუ სპეციალური მარილწყალი. წყალში გახსენით მარილი და შაქარი, ჩაასხით მინანქრის ან მინის ჭურჭელში და მოათავსეთ მასში ყველი. დააფარეთ თავსახური.
  5. სასურველია დადგათ ყველიანი ჭურჭელი 3-4 დღით თბილ ადგილას, რათა გაიკეთოს ნასვრეტები.

გემრიელად მიირთვით!