დაწნილი აჭარული ყველი
ეს ყველი განსხვავებულად კეთდება, ვიდრე იმერული. რაღაცით სულუგუნის ამოყვანას გავს, მაგრამ ბევრად მხატვრულად გამოიყურება.
მომზადების დრო: 48 სთ. ულუფების რაოდენობა: 6-8. სირთულე: რთული.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით.
მომზადების დრო: 48 სთ. ულუფების რაოდენობა: 6-8. სირთულე: რთული.
საჭირო მასალა:
- 1 ლ აუდუღარი რძე
- 50-70 გ დო
- მარილი
მომზადების წესი:
- არ აადუღოთ რძე, გააჩერეთ 24 საათი, შემდეგ დაუმატეთ დო და გააჩერეთ 1-1,5 საათი თბილ ადგილას.
- ხელით შეაგროვეთ ყველის მასა ერთ გუნდად, გადაიტანეთ ჯამში, გაწელეთ თოკივით. ჩადეთ მდუღარე წყალში და კვლავ გაწელეთ. რაც გრძლად და წვრილად გაწელავთ, მით უკეთესია.
- მიღებული ყველის „თოკი“ დაჭერით თანაბარ ნაწილებად და დაწენით 3 , 6 ან 9 თოკისგან. მოაყარეთ მარილი, გაახვიეთ სუფთა ჩაის ტილოში და მოათავსეთ ბნელ ადგილას 2-3 დღით.
გემრიელად მიირთვით.