შინ მომზადებული იმერული ყველი
ნაყიდ პროდუქტს, ყოველთვის საკუთარი ხელით მომზადებული ჯობია.. ამიტომაც fpaparazzi-მ იმერული ყველის ამოყვანის წესი მოგიმზადათ.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით
საჭირო მასალა:
- რძე
- კვეთი
მომზადების წესი:
- კვეთის დოზები დამოკიდებულია თავად კვეთის სიძლიერეზე . ნაყიდ კვეთს აწერია რამდენი წვეთი უნდა იხმაროთ 1 ლიტრზე .
- რძე მოათავსეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და შეათბეთ. თან მოურიეთ რომ ტემპერატურა თანაბრად გადანაწილდეს ყველა მხარეს.
- თერმომეტრი თუ გაქვთ 37-38 გრადუსამდე უნდა გათბეს. თუ არა და მაშინ ხელით გასინჯეთ, უნდა ოდნავ "'იკბინებოდეს".
- კვეთი გახსენით ოთახის ტემერატურის ცოტა წყალში და დაუმატეთ რძეს. კარგად მოურიეთ დაახლოებით ერთი წუთი. შემდეგ დააფარეთ თავზე.
- აცალეთ რომ კოაგულირდეს. კოაგულაციის დრო დამოკიდებულია კვეთის სიძლიერეზე.
- როდესაც მასა მაწონივით სტრუქტურას მიღებს, ისევ დადგით დაბალ ცეცხლზე.
- ხელით ან ხის კოვზით დაშალეთ. ნაზად ურიეთ გამუდმებით სანამ გაუძლებთ ტემპერატურის სიმხურვალეს.
- თერმომეტრით გაზომივის შემთხვევაში 45 გადუსამდე უნდა მივიდეს. შემდეგ დანაწევრებული მასა მოაგროვეთ ბურთივით და გადაიტიანეთ ნასვრეტებიან თასზე, ან საწურზე, რომ ზედმეტი შრატი გაუვიდეს.
- ამოაბრუნეთ ყველი საწურზე. შემდეგ მოაყარეთ მარილი ორივე მხრიდან. ან წათხში ჩადეთ.
- ასევე შესაძლებელია მარილი დამატება რძეშივე, სანამ კვეთს ჩაასხამთ. ჯერ დაუმატეთ მარილი. მოურიეთ კარგად. აცალეთ 1-2 წთ და შემდეგ დაუმატეთ კვეთი.
გემრიელად მიირთვით