სოკო პიტნითა და ყველით

სოკო პიტნითა და ყველით
fpaparazzi გთავაზობთ უგემრიელესი ვახშმის რეცეპტს, რომელიც ძალიან მარტივია და სწრაფად მზადდება. ამიტომაც შინ დაღლილს მისულს მისი მომზადება არ დაგეზარებათ.
საჭირო მასალა:
  • 12 ცალი ქამა სოკო (მხოლოდ ქუდები)
  • 4 ს.კ. გახეხილი ყველი
  • 4 ღერი პიტნა
  • ზეთი – შესაწვავად

მომზადება:
  1. პიტნა წვრილად ავკეპოთ და შევაზილოთ გახეხილ ყველს.
  2. ყველი თუ უმარილოა, ცოტაოდენი მარილი დავუმატოთ.
  3. სოკოს ქუდები ამოვავსოთ ყველისა და პიტნის მასით და გაცხელებულ ტაფაზე თავდახურული შევწვათ ზეთში.