რომელი მინერალური წყალი უნდა მიიღოთ კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის დროს.
მაქვს კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობა, მაწუხებს გულძმარვა, მეგობარმა მირჩია მიმეღო "ბორჯომის" მინერალური წყალი. მართლაც დავიწყე მისი სმა ყოველი ჭამის დროს, მაგრამ, რატომღაც გულძმარვა უფრო მომემატა. "ბორჯომი" ხომ კუჭ - ნაწლავის სამკურნალოდ გამოიყენება? რატომ არ მომცა შედეგი მისმა დალევამ?
ექიმის კომენტარი:
"ბორჯომი" ჰიდროკარბონატულ წყალთა რიცხვს განეკუთვნება და იგი მართლაც საკმაოდ ეფექტურია. კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა სამკურნალოდ, მაგრამ არის ერთი აუცილებელი ნიუანსი, რომლის გათვალისწინების გარეშე, შესაძლოა, მინერალურმა წყალმა უკუეფექტი მოგვცეს ( რასაც თქვენს შემთხვევაში ჰქონდა ადგილი ). ეს ნიაუნსი მინერალური წყლის მიღების წესი გახლავთ. "ბორჯომის" დანიშვნის დროს აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული კუჭის სეკრეციული ( წვენის გამომყოფი ) ფუნქციის მდგომარეობა, კუჭის წვენის მჟავიანობა.
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში მინერალური წყალი უნდა მიიღოთ ჭამამდე 1 - 1,5 საათით ადრე, შემთბარი 35 - 40 გრადუსამდე. ასეთი წყალი სწრაფად გადადის ნაწლავებში, ნაკლებად აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ამცირებს კუჭის წვენის გამოყოფას.
კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის დროს ავადმყოფს მინერალური წყალი უნდა მიეცეს ჭამის წინ 10 - 15 წუთით ადრე ან საჭმელთან ერთად. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, გაზიანი. ავადმყოფი მას უნდა სვამდეს ნელა, მცირე ულუფებად.
თუ კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმის ფარგლებშია, მინერალური წყალი ინიშნება 30 - 40 წუთით ადრე ჭამის წინ, შემთბარი ან ოთახის ტემპერატურის.