ეს რეცეპტები უმალვე მოგიხსნით გულძმარვის შეგრძნებას.
კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს, მჟავე შიგთავსის გადასროლა ხდება საყლაპავში, რაც იწვევს გულძმარვას - საყლაპავში წვის შეგძნებას. გულძმარვა შეიძლება განვითარდეს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქოლეცისტიტის, ორსულთა ტოქსიკოზის, სხვადასხვა საკვების აუტანლობის, ნერვული აშლილობის დროს.
რეცეპტები:
რეცეპტები:
- 2 - 3 კოვზი კარტოფილის წვენი ხსნის გულძმარვის შეგრძნებას.
- ნახშირის ტაბლეტები (გააქტივებული ნახშირი) ან მისი ფხვნილი წყალთან ერთად ამცირებს გულძმარვას.
- წიწიბურა მოხალეთ მუქის ყავისფერის მიღებამდე, დაფქვით. მიიღება 1 - 2 - ჯერ დღეში.
- ძროხის ან თხის რძე შველის გულძმარვას.
- ტყის ანგელოზას გამხმარი ბალახი დააქუცმაცეთ, ერთ მწიკვს დაასხით 1 ჭ მდუღარე წყალი, დააყენეთ, მიიღება 2 - ჯერ დღეში.
- 4 ს/კ ბერულას დაქუცმაცებულ ბალახს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 1 სთ, გაწურეთ, მიიღება გულძმარვის და კუჭის არეში ტკივილის დროს.
- გულძმარვის დროს სასარგბლოა ტუტე მინერალური წყალი (ბორჯომი ,ნაბეღლავი...).
- მოამზადეთ ნაკრები: 20 გრ ფარსმანდუკი, 20 გრ, კარაზანას ბალახი, 20 გრ ბერულას ბალახი, 3 ს/კ ნაკრებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 სთ, გაწურეთ. მიიღება 1/2 4 - 5 - ჯერ დღეში, გულძმარვის, შებერილობის, ტკივილის დროს.