უნიკალური საშუალება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.

უნიკალური საშუალება  კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის სამკურნალოდ.
ამ დაავდებას საფუძვლად უდევს კუჭის ლორწოვან გარსში, უფრო ხშირად კი თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყის ნაწილში წყლულის გაჩენა, რომელიც ძნელად ხორცდებ. დაავადების მიზეზები მთლიანად ნათელი არ არის. გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებენ ფსიქო - ემოციურ გადაძაბვას, კონფლიქტურ სიტუაციებს, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობას, უხეშ გამაღიზიანებელ საკვებს.
დაავადების ძირითადი ნიშნებია გულძმარვა და ტკივილი კუჭის არეში, მარჯვენა ფერდქვეშ და გულის კოვზთან. ეს მოვლენები იწყება ჭამიდან 1/2 - 1 - 2 საათის შემდეგ, ზოგჯერ 3 - 4 საათის მერე და უფრო გვიანაც. შეიძლება ტკივილი ღამით იყოს და იგი ავადმყოფს აღვიძებს. ზოგს მოვლენები დილით უზმოზე აღენიშნება, რასაც დროებით აწყნარებს საუზმე. უფრო მეტად ტკივილს და გულძმარვას იწვევს ცხარე, მლაშე, ძლიერ ტკბილი, ცივი, მშრალი საჭმელი, შემწვარი, მსუქანი ხორცი, ხორცის ნახარში, ალკოჰოლიანი სასმელის მიღება, სიგარეტის მოწევა. ტკივილი და გულძმარვა 1-2-3 საათს გრძელდება, წყნარდება სოდიანი ან მინერალური წყლის, საჭმლის მიღების მერე.

კუჭის წყლულის სამკურნალოდ:
კუჭის წყლულისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დაავადების დროს იყენებენ უმარილო კარაქზე დინდგელის ნაყენს: 96 გრადუს სპირტზე დამზადებულ დინდგელის 10% - იან ნაყენს აჩერებენ 3-5 დღე და ურევენ კარაქს პროპორციით 10:1, ადუღებენ, ფილტრავენ ბამბაში. ცხელ ნაყენს იღებენ 20 - 30 წვეთს თითო ჯერზე დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე რძით ან წყლით. გამოსაჯანმრთელებელი პროცედურა ჩვეულებრივ 20 დღეს მოიცავს.

ზოგიერთს სამკურნალოდ უფრო უხდება არა კარაქზე, არამედ ქაცვის ზეთზე დამზადებული ასეთი ნაყენი.
ასევე შესაძლებელია დოზის გაზრდა 1 ჩ/კ - მდე თბილ რძესთან ერთად, დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე ერთი საათით ადრე. ამგვარად შეიძლება გასტრიტის, მწვავე და ქრონიკული კოლიტების მკურნალობაც. ზოგიერთი კუჭის წყლულის სამკურნალოდ დინდგელის 20 -30 % - იან ნაყენს იყენებს და სვამს ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3 - ჯერ ფინჯან რძეში განზავებულ 60 წვეთს. აუცილებელია გვესმოდეს და გავითვალსიწინოთ, რომ დინდგელის მიღებით, იზრდება კუჭის წვენის მჟავიანობა.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის