უებარი ხალხური რეცეპტები დაგეხმარებათ გასტრიტის მკურნალობაში
ახალგაზრდობიდან მაწუხებს კუჭი. ჩემმა მოუწესრიგებელმა ცხოვრებამ და არანორმალურმა კვებამ დამიზიანა კუჭის ლორწოვანი. მკურნალობა დროებით შედეგს მაძლევდა. მალევე ყველაფერი თავიდან იწყებოდა. გამუდმებით მქონდა უსიამოვნო შეგრძნება კუჭის არეში, ზოგჯერ ტკივილიც. მიჭირდა საჭმლის მონელება. მივხვდი, რომ უკეთ უნდა შემესწავლა საკუთარი პრობლემა და მესწავლა მასთან ერთად ცხოვრება. ამიტომ დავიწყე ექიმის მიერ დასმული დიაგნოზის - გასტრიტის შესახებ ინფორმაციის მოძიება. დავინტერესდი იმ მცენარეული საშუალებებით, რომლებიც გასტრიტის დროს გამოიყენება. მინდა საკუთარი ცოდნა თქვენც გაგიზიაროთ.
გასტრიტი კუჭის ლორწოვანის ანთება ყოფილა და მისი მკურნალობისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია კუჭის მჟავიანობა, რასაც სპეციალური გამოკვლევა ადგენს.
ექიმის კომენტარი:
ქრონიკულ პათოლოგიათა მკურნალობისა და მართვის პროცესში მართლაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს პაციენტის თანამონაწილეობას, მის ინფორმირებულობის დაავადების თავისებურებათა შესახებ და სწორი პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებას.
გასტრიტის მკურნალობისას ერთ - ერთი მთავარი კომპონენტია სწორი დიეტა. ამიტომ ყველა პაციენტს ვურჩევთ, გაითვალისწინოს და ზუსტად შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები.
ახლა იმ მცენარეებზე, რომელთა შესახებ მკითხველი საუბრობს:
კარტოფილის წვენი აქვეითებს კუჭ - ნაწლავის ჯირკვალთა სეკრეციას. გარდა ამისა, აქვს ანთების საწინააღმდეგო, სპაზმების მომხსნელი, შარდმდენი მოქმედება, აქვეითებს არტერიულ წნევას. ხალხურ მედიცინაში კარტოფილის ახალგამოწურული წვენი გამოიყენება გასტრიტების და წყლულოვანი დაავადების სამკურნალოდ, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მჟავიანობა მომატებულია.
კომბოსტოში შემავალი U ვიტამინი აუმჯობესებს კუჭის ლორწოვანი გარსის მეტაბოლიზმს, აძლიერებს მის მოტორიკას და აუმჯობესებს ნაწლავურ ფლორას. კომბოსტოს წვენი დაბალ მჟავიანობას ამაღლებს, ხოლო მაღალი ან ნორმალური მჟავიანობის შემთხვევაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნება.
მკითხველის მიერ ჰიპოაციდური გასტრიტის სამკურნალოდ მოწოდებულ რეცეპტში შემავალი კომპონენტები მრავალმხრივი სამკურნალო ეფექტით ხასიათდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მრავალძარღვას ეფექტს - ამ მცენარეს ხალხურ მედიცინაში ფართოდ იყენებენ კუჭ - ნაწლავის ქრონიკული პათოლოგიების, ჰიპოაციდური გასტრიტების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე წყლულოვანი დაავადების, ქრონიკული კოლიტების სამკურნალოდ.

- თუ კუჭის მჟავიანობა მომატებულია, სასარგებლოა უზმოზე ახალგამოწურული კარტოფილის წვენის (2 ს/კ: 2 ს/კ წყალი ) სმა. აჯობებს, თუ კარტოფილის წვენს გამოწურვის შემდეგ ცოტა ხნით დადგამთ, რომ სახამებელი დაილექოს და წვენის ზედა ფენას დალევთ. სვით 4 დღის განმავლობაში. შემდეგ მისი დოზა გაზარდეთ 3 ს/კ - მდე, რომელიც უნდა განაზავოთ 3 ს/კ წყალში. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. ასეთი კურსი უნდა ჩაიტაროთ გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ასევე გირჩევთ, უზმოზე მიირთვათ შვრიის (ჰერკულესის ) ფაფა. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი კერძები, შაქარი, მჟავე პროდუქტი, ალკოჰოლი, ნაყინი; ხილის წვენები განაზავეთ წყლით, მიირთვით მხოლოდ თბილი საკვები.
- თუ კუჭის მჟავიანობა დაბალი გაქვთ, უზმოზე უნდა ჭამოთ კომბოსტოს 2 -3 ფოთოლი, დღეში სამჯერ დალიეთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა ასკილის ნაყენი, რომელსაც დამატებული აქვს 1 - 2 ს/კ ლიმონის წვენი. კარგად მოქმედებს ასევე ჭარხლის წვენი ან მრავალძარღვას ნაყენი.
- დაბალი მჟავიანობის დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ასეთი ნაყენი: შეურიეთ ერთმანეთში 2 ს/კ დანამცეცებული მრავალძარღვას ფოთლები, თითო ს/კ გვირილა (ყვავილი), კატაბალახას ძირები, კრაზანა და პიტნა. ამ ნარევის 1 ს/კ - ს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, დადგით 1 საათი თავდახურული, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში ნახევარი ჭიქა ჭამამდე ერთი საათით ადრე.