კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, ამ საშუალების დახმარებით მოვიწესრიგე!

კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, ამ საშუალების დახმარებით მოვიწესრიგე!
კუჭის წვენში მარილმჟავას დონე დღის განმავლობაში იცვლება. საჭმლის მიღების მოლოდინში და კუჭში საკვების მოხვედრის შემდეგ მატულობს. ნორმაში ზრ (მჟავიანობის მაჩვენებელი) 1,5–2–ის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით (კვება, სტრესი, მჟავის გამომამუშავებელი ჯირკვლების მუშაობის დარღვევა, ზოგიერთი წამლის ხანგრძლივად მიღება) კუჭის წვენის ნორმალური მჟავიანობა შეიძლება შეიცვალოს. მაშინ საუბარია მომატებულ ან დაბალ მჟავიანობაზე. მართალია, განსაზღვრა სპეციალური გამოკვლევით ხდება, მაგრამ ზოგიერთი ნიშნით თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ, როგორი მჟავიანობა გაქვთ.

მომატებული მჟავიანობის სიმპტომებია: კუჭში მწვავე ტკივილის პერიოდულად აღმოცენება; ჭამის შემდეგ გულის კოვზთან სიმძიმის შეგრძნება; კუჭის წვა (ძმარვა) განსაკუთრებით ცხიმიანის, ცხარის, მჟავის ჭამის შემდეგ; ბოყინი მწარე გემოთი; ხშირი ყაბზობა.

მის სამკურნალოდ გამოიყენება ერთი შესანიშნავი ხალხური რეცეპტი:
ინგრედიენტები:
  • ცაცხვის ყვავილი - 10 გრ
  • სელის თესლი - 20 გრ
  • ძირტკბილას ფესვი - 20 გრ
  • კოთხუჯის ფესურა - 20 გრ
  • პიტნის ფოთოლი - 10 ც
  • კამის თესლი 20 ც

მომზადების და გამოყენების წესი:
1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 30 წუთს. გამოიყენება კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის დროს. მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3 - ჯერ ორი მესამედი ან სამი მეოთხედი ჭიქა.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი