რა იწვევს თირკმლების დაწევას და რამდენად საშიშია ეს დიაგნოზი.
რა იწვევს თირკმელების დაწევას, რამდენად საშიშია და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, თანაც ამ დროს თირკემელებში სილა და მარილებია? როგორ ვუმკურნალოთ?
ექიმის კომენტარი:
თირკმელების დაწევა მუცლის პრესის მოდუნების, მისი კუნთების სისუსტის გამო ხდება. ამის ხშირი მიზეზია სიგამხდრე, განსაკუთრებით , როდესაც მსუქანი ადამიანი ხდება. თირკმლის დაწევა ხშირად აქვთ მრავალშვილიან ქალებს, აგრეთვე მათ, ვინც მუცლის ღრუში სერიოზული ოპერაცია გაიკეთა. ავადმყოფი გრძნობს ყრუ ტკივილს წელის არეში, იგი ძლიერდება ფეხზე დგომის, მუშაობის, სიმძიმის აწევის, გაჭინთვის, ბევრი სიარულის მერე. ქვიშისა და კენჭების წარმოქმნა შარდსადენ გზებში თირკმლების დაწევის დროს თითქმის მუდმივი სიმპტომია, რადგან ფერხდება თირკმლებიდან შარდის გამოდინების პროცესი და შედეგად შარდიდან გამოილექება მარილები, რომლებიც თირკმელ - კნეჭოვანი დაავადებისათვის დამახასიათებელი ტკვილის შეტევებისა და შარდის შესაბამისი ცვლილებების მიზეზი ხდება. თირკმლის დაწევის რადიკალური მკურნალობა ოპერაციულია. თუმცა, ამ გზას მხოლოდ მკვეთრად გამოხატული კლინიკური სურათის დროს მიმართავენ. პროფილაქტიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლის პრესის გამაგრებას და მისი ტონუსის შენარჩუნებას სისტემატური ვარჯიშით.
თირკმელების დაწევის დროს მეტად მნიშვნელოვანია ქვიშის გავლის მორიგი შეტევების აცილება, რისთვისაც პერიოდულად უნდა სვათ მცენარეული შარდმდენი საშუალებები ( შვიტა, მატიტელა, სიმინდით თმა, თირკმკლის ჩაი და სხვა ) და დიდი რაოდენობით სითხე. ასეთი ღონისძიებები რეცხავს საშარდე გზებს და ხელს უშლის მარილების დაგროვებას. თუ მაინც მოხდა თირკმელში ქვიშის გავლა, უნდა გახსოვდეთ, რომ სადაც მარილებია, იქ ყოველთვის არის ქსოვილთა ანთებითი პროცესიც. ამიტომ, თირკმლის გამორეცხვის შემდეგ ჩაიტარეთ პროფილაქტიკური ანტიბაქტერიული მკურნალობა ( 5 - ნოკით, ნიტროქოლინით ). მოერიდეთ სიმძიმის აწევას, მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, სხეულის ნჯღრევას, ხტუნვას. სვით მინერალური წყლები ( საირმე, ბორჯომი) რეგულარულად.