შარდის ბუშტში კენჭის არსებობისას მიიღეთ ეს სამკურნალო ნახარში

შარდის ბუშტში კენჭის არსებობისას მიიღეთ ეს სამკურნალო ნახარში
შარდის ბუშტის კენჭები მინერალების მყარი მასებია. კენჭების წარმოქმნა უკავშირდება შარდის ზედმეტად კონცენტრირებულ მდგომარეობას, რაც მინერალების კრისტალიზირებას უწყობს ხელს. კონცენტრირებული, დაყოვნებული შარდი ხშირად ბუშტის დაცლის უნარის დაქვეითების შედეგია.
კენჭები შარდის ბუშტში, რომლებიც არ იწვევენ სიმპტომებს, შესაძლოა სხვა გამოკვლევის დროს შემთხვევით აღმოვაჩინოთ. როცა კენჭების არსებობა სიმპტომატურია, სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს მუცლის ტკივილს, სისხლიან შარდს და ა.შ.

რეცეპტი შარდის ბუშტიდან კენჭის გამოსაყოფად:

ინგრედიენტები:
  • ალოეს ფოთლები - 4 ს/კ
  • სიმინდის ღერო - 4 ს/კ
  • მოცვის ფოთლები - 4 ს/კ
  • დათვის კენკრის ფოთლები - 4 ს/კ
  • ლობიოს საგდული - 4 ს/კ
  • შვრიის ნამჯა - 4 ს/კ
  • წყალი - 1 ლ

მომზადების და გამოყენების წესი:
დავაქუცმაცოთ ყველა კომპონენტი, აქედან ავიღოთ ნაკრების 4 ს/კ, დავასხათ ცივი წყალი, დავტოვოთ მთელი ღამით თბილ ღუმელში. დილით დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ 5 - 7 წთ. გადმოვდგათ, გავაჩეროთ 30 წთ და გავწუროთ. მივიღოთ შარდის ბუშტში კენჭის არსებობისას. ნახარში დავლიოთ დღის განმავლობაში.
სტატიის წყარო:საოჯახო აფთიაქი