რა დაავადებაა კუჭის დაწევა ( გასტროპტოზი ) და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს.
მშობიარობის შემდეგ მაქვს კუჭის ტკივილი. ნაცნობმა ექიმმა მითხრა, რომ შესაძლოა კუჭის დაწევა მქონდეს. გთხოვთ, ამიხსნათ, რა დაავადებაა ეს და როგორ მოვიქცე?
ექიმის კომენტარი:
კუჭის დაწევა ანუ გასტროპტოზი ხშირია ქალებში. იგი შეიძლება თანდაყლილი იყოს ( ასთენიური - გამხდარი აღნაგობის მქონე ადამიანებში ) ან - შეძენილი. ეს უკანასკნელი მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანი მკვეთრად იკლებს წონაში, აგრეთვე მუცლის ღრუდან დიდი რაოდენობით სითხის ამოღებისას ან მშობიარობის შემდეგ.
კუჭის დაწევა შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, ვინც დიდ სიმძიმეებს ეწევა და სიმაღლიდან ხტება. დაწევისას კუჭის მაფიქსირებელი იოგები იჭიმებადა კუჭი ქვევით ეშვება. ამავე დროს ხდება მისი გაჭიმვა და მოცულობის გაზრდა. ჩვეულებრივ, კუჭის დაწევასთან ერთად ვითარდება ხოლმე სხვა ორგანოების ( ნაწლავების, ღვიძლის, თირკმელების ) დაწევაც.
მსუბუქი ხარისხის გასტროპტოზის დროს ადამიანს თითქმის არაფერი აწუხებს. მხოლოდ ზოგჯერ სიმძიმის, წვისა და ტრუ ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის ქვემოთ ჭამის შემდეგ, განსაკითრებით, საკვების გადამეტებულად მიღებისას. გამოხატული გასტროპტოზის დროს ძლიერდება სიმძიმის შეგრძნება მუცელში, იწყება ბოყინი, გულის რევა, ზოგჯერ პირღებინება. ადამიანს აქვს ქრონიკული ყაბზობა. კუჭის დაწევის დიაგნოსტირება შეიძლება რენტგენოლოგიური გამოკვლევებით. თუ დაგიდასტურდათ ეს დიანოზი, თქვენთვის რეკომენდებულია: დანაწევრებული კვება 5 - 6 - ჯერ დღეში. საკვების მიღების შემდეგ უნდა წამოწვეთ. უნდა შეიზღუდოს ფიზიკური დატვირთვა, არ შეიძლება სიმძიმეების აწევა. არ უნდა იმუშაოთ დახრილ მდგომარებაში ( რეცხვა, ბაღჩაში მუშაობა და სხვა).